| |||||
| |||||
თამილა ბარკალაიას მივლინების შესახებ | |||||
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად, შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN), შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით, მდგრადი განვითარების მიზნების რეგიონული ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში (თემა: პარალელური ღონისძიება თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების საკითხები, ღონისძიების მიზანი: მულტი-სექტორული დიალოგის გზით, ქალებსა და მამაკაცებში ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა) მონაწილეობის მიზნით ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. 2019 წლის 21 მარტიდან 2019 წლის 23 მარტის ჩათვლით, შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, მივლინებულ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - თამილა ბარკალაია. 2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სადღეღამისო, მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია. 3. დაევალოს ეკონომიკურ დეპარტამენტს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აანაზღაუროს სადღეღამისო ნორმის დანამატი. საფუძველი: ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, სოფიკო ბელქანიას 2019 წლის 20 მარტის №01-2698 მოხსენებითი ბარათი.
მინისტრი დავით სერგეენკო |