საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
 
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030183620925619
             № 01-41/მ 05 / თებერვალი / 2019 წ.             
ხათუნა ჩაჩავასა და ია ყამარაულის მივლინების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად, ქ. პარიზში (საფრანგეთი), ევროპის საბჭოს ორგანიზებით დაგეგმილ ღონისძიებაზე (ტუბერკულიოზის მკურნალობის საკითხებთან დაკავშირებით)  მონაწილეობის  მიზნით,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.   2019  წლის 10 თებერვლიდან 2019 წლის 15 თებერვლის ჩათვლით  (ექვსი დღის ვადით), ქ. პარიზში (საფრანგეთი), მივლინებულ იქნენ ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო  სამმართველოს უფროსი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ხათუნა ჩაჩავა და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ია ყამარაული.
2.   ცნობად იქნეს მიღებული, რომ ვიზიტთან დაკავშირებულ ხარჯებს (სასტუმრო, მგზავრობა, დღიური ნორმა) აანაზღაურებს ევროპის საბჭო.

საფუძველი: ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სოფიკო ბელქანიას 2019 წლის 4 თებერვლის  N01-1067 მოხსენებითი ბარათი.




 

მინისტრი
დავით სერგეენკო