მოგესალმებით,
სოლიდარობის ფონდის სახელით გეპატიჟებით ფონდის საქმიანობის მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომელიც გაიმართება ა.წ 3 და 9 ივნისს. გთხოვთ, თქვენს დასწრებას ვიანიდან თითოეულ განხორციელებულ დონაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ბენეფიციარებისათვის.
ფესტივალი „პატარა ხელებით“
► 3 ივნისს, შაბათს, განახლებული აღმაშენებელი; 12:00 საათზე გეპატიჟებით საქველმოქმედო
გამოფენა-გაყიდვაზე; ფესტივალის ორგანიზატორია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო .
გაყიდული ექსპონატებიდან შემოსული თანხა სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება სიმსივნით
დაავადებული ბავშვებისა და 21 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდების დასახმარებლად.
მობრძანდით, შეიძინეთ "პატარა ხელებით" შექმნილი ნამუშევრები და ჩაერთეთ ქველმოქმედებაში.
გამოფენის გარდა, თქვენ გელით ბაღების აღსაზრდელთა კონცერტი, პანტომიმის თეატრის მსახიობთა ინსცენირებები, პატარა მზარეულების კუთხე და კიდევ ბევრი სახალისო აქტივობა თქვენთვის და თქვენი შვილებისათვის.
„360 გრადუსი“
► 9 ივნისს, პარასკევს, თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში - კ.მარჯანიშვილის ქ #7; 19:00 სთ-ზე, გეპატიჟებით თინათინ კობახიძის პერსონალურ გამოფენაზე სახელწოდებით „360 გრადუსი“.
ღონისძიება საქველმოქმედოა, გაყიდეული ექსპონატებიდან შემოსული თანხა სოლიდარობის ფონდის საქმიანობის მხარდასაჭერად გადაირიცხება. https://www.facebook.com/tikokobakhidzesart/
#შემოგვიერთდით.
#სიკეთეგადამდებია
მადლობა ყურადღებისათვის.
პატივისცემით,
საქართველოს სოლიდარობის
ფონდის ადმინისტრაცია.