From : Everyone@moh.gov.ge
To : Mariana Mkurnali
Subject : [Everyone] ბანას მშენებლობის მხარდასაჭერად
Received On : 04.12.2017 07:30

აუკუნის პროექტი - დღეს ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსი

       ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში, აღმოსავლეთ-დასავლეთ-სამხრეთ საქართველოს გზაგასაყარზე, სურამისა და ხაშურის ეპარქიაში საფუძველი ჩაეყრა საუკუნის პროექტის, ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობას. ახალი ბანას აღდგომის სახელობის სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრი იქნება აწ განადგურებული ქართული ისტორიული მემკვიდრეობის უდიდესი საგანძურის - ბანას ტაძრის ორეული და 21- საუკუნის საქართველოში ქართული განათლების ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელი.  

       ახალი ბანას საგანმანათლებლო ცენტრში იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სტანდარტებით აღჭურვილი დარბაზები, კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები და ბიბლიოთეკა, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სასწავლო და სამეცნიერო შეხვედრებს გამართავენ და შეეძლებათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ცოდნა. სასწავლო პროცესის და სამეცნიერო მუშაობის პარალელურად სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოილოცონ ახალი ბანას ტაძარი და დაესწრონ ღვთისმსახურებას, გაეცნონ მონასტრულ ცხოვრებას, მონაწილეობა მიიღონ მონასტრის ყოველდღიურ საქმიანობაში.ცენტრი თავისი არსებობით ხელს შეუწყობს თეოლოგიურ და სხვა სამეცნიერო დარგებში საზოგადოების ცოდნის დონის ამაღლებას.  

       ახალი ბანას მშენებლობის მხარდასაჭერად, 2017 წლის  5 დეკემბერი,  20.00 საათზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით. ბილეთების ღირებულებაა  50-დან 150 ლარამდე.

ბილეთების შესაძენად გთხოვთ დაუკავშირდეთ თეა ჩიკვილაძეს: ტელ: 0934