მოგესალმებით,
2017 წლის 22 ოქტომბერს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში იმართება ‘’თბილისიმარათონი’’კომპანია ‘’ჰაიდელბერგცემენტის’’ სოციალური პროექტი. ღონისძიება დაიწყება 8:30 საათზე და დასრულდება 11:00 საათზე.
აღნიშნული ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათისაა.
2017 წლის ‘’თბილისიმარათონი’’ მოიცავს როგორც ნახევარმარათონს (21.1 კმ), ასევე 10კმ-იან გარბენს, გუნდურ ესტაფეტას და ბავშვთა გარბენებს.
ნახევარმარათონზე რეგისტრაცია 20 ლარი, 10კმ გარბენზე 15 ლარი და ესტაფეტაზე 100 ლარი. ბავშვებისთვის მონაწილეობა უფასოა.
რეგისტრაციიდან შეძენილ თანხას კომპანია ‘’ჰაიდელბერგცემენტი’’
ტრადიციულად გააორმაგებს და კასპში შშმ პირთა სოციალური საწარმოს მოწყობას მოახმარს.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე www.tbilisimarathon.ge.