| From : |
Everyone@moh.gov.ge |
| To : |
Mariana Mkurnali |
| Subject : |
[Everyone] ყურადღება! |
| Received On : |
28.06.2017 04:47 |
ახალი ვირუსუს გავრცელებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ბოლო დღეებში კატასროფულად იმატა ე.წ. Phishing “სატყუარა” მეილების რიცხვმა. მძიმე მდგომარეობაა რამდენიმე ქვეყანაში, რადგან გაჩერდა ინფორმაციული სისტემები. ვირუსები ვრცელდება ელ-წერილებით და ჩამოტვირთვებით სხვადასხვა საიტებიდან. შემდეგ ვირუსი შიდა ქსელის საშუალებით ვრცელდება მომხმარებლების კომპიუტერებზე და შესაძლოა მოხდეს ინფორმაციის სრული დაკარგვა.
გთხოვთ, საეჭვო წერილები წაშალოთ მიღებისთანავე.
1. დააკვირდით გამომგზავნის სახელს და ელ-ფოსტის მისამართს.
2. დააკვირდით სწორია თუ არა თქვენი ელ-ფოსტის მისამართი.
3. დააკვირდით მიბმული ფაილის (attachment) სახელს. (განსაკუთრებით თუ გამოყენებულია რუსული ან უკრაინულ ენა.)
არ გახსნათ საეჭვო წერილში მითითებული არცერთი ლინკი (ბმული) რა შინაარსისაც არ უნდა იყოს ის. ლინკზე დაჭერით შესაძლოა გადახვიდეთ სახიფათო ვებ-გვერდზე.
არ გახსნათ საეჭვო წერილში თანდართული ფაილი (attachment) word (doc,docx) excel (xls), pdf და ა.შ. , რადგან შეიძლება შეიცავდეს ვირუსს ან მავნე პროგრამას რომელიც გახსნისთანავე გაეშვება.