ძვრიფასო კოლეგებო,
მიმდინარე წლის 17 მაისს აღინიშნება ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე.
ჰიპეტრენზიის საერთაშორისო საზოგადოება და ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგა გეგმავს არტერიული წნევის მსოფლიო სკრინინგულ კვლევას.
პროექტი „მაისის გაზომვების თვე“ - პირველი გლობალური ინიციატივაა ჰიპერტენზიის სკრინინგის მიმართულებით. პროექტის ინიციატორთა რეკომენდაციით სასურველია სკრინინგი ჩაუტარდეს ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 1%-ს. პროექტი მოხალისეობრივ პრინციპზეა დაფუძნებული.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მე-7 სართულის 706 ოთახში, მიმდინარე წლის 17 მაისს 12 საათიდან თანამშრომლებისთვის გათვალისწინებულია ჰიპერტენზიის სკრინინგი, რაც გულისხმობს: არტერიული წნევის და პულსის სამჯერად გაზომვას; შეგროვდება ინფორმაცია ასაკის, სქესის, რისკ-ფაქტორების, ანამნეზში გადატანილი სისხლძარღვოვანი ეპიზოდების შესახებ და გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები.
გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ზემოაღნიშნულ ინიციატივაში.