| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | sbelkania@moh.gov.ge |
| Subject : | აშშ ვიზის თაობაზე |
| Cc : | mmkurnali@moh.gov.ge |
| Received On : | 15.03.2017 10:48 |
სოფო,
ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, აშშ ვიზის თაობაზე პასუხი საელჩოდან სამწუხაროდ არ მიგვიღია, არც ტელეფონზე კომუნიკაციით იძლევიან კონკრეტულ ინფორმაციას.
ამასთან, ვესაუბრე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს. გვირჩიეს, DS-160 აპლიკაციის შევსების დროს ავირჩიოთ ქვეკატეგორია B1/B2 (business pleasure visitor). რაც შეეხება საკონსულოში საბუთების შეტანას, სავალდებულოაო, რომ თვითონ გამოცხადდნენ ინტერვიუზე და თან იქონიონ მოთხოვნილი დოკუმენტაცია. მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ხდება საელჩოში პირადად მისვლა, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს შუამდგომლობს. შუამდგომლობის საფუძველი არის მოწვევის წერილის ტიპი/მომწვევი მხარის სტატუსი ანუ მოწვევის წერილი უნდა იყოს აშშ–ს სამთავრობო უწყების მხრიდან. ასევე ვკითხე, ჯანდაცვის სამინისტროდან შუამდგომლობის წერილის გაგზავნის თაობაზე და გვირჩიეს, უმჯობესი იქნება ბატონმა დავითმა ელ. ფოსტის მეშვეობით მიწეროს ელჩს წერილიო. თუ ოფიციალური შუამდგომლობის წერილის გაგზავნა უფრო მიზანშეწონილად ჩაითვლება, გამაგებინე და მოვამზადებ.
ამერიკის ვიზის მისაღებად საჭირო საბუთების ოფიციალური ჩამონათვალი:
1. პასპორტი;
2. მოწვევა;
4. DS-160 შევსებული ფორმის დასტური;
5. გადახდის ქვითარი (ვიზის მოსაკრებელია 160 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. გადახდა ხდება აპლიკაციის შევსების შემდგომ საქართველოს ბანკში)
აპლიკაციის შესავსებად საჭირო დამატებითი ინფორმაცია:
ბინის მისამართი; საკონტაქტო ინფორმაცია; მშობლების სახელი–გვარი და დაბადების თარიღი; მგზავრობის თარიღი; სასწავლებლის/სამუშაო ადგილის დასახელება და მისამართი.
პატივისცემით,
მაიკო