From : Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
To : Paata Jorjoliani
Subject : ბათუმის პორტზე.
Cc : Mariana Mkurnali
Received On : 03.05.2018 07:52

(გადახედეთ სასწრაფოთ ბატონო პაატა. ესაა გასწორებული ვერსია, რომელიც თქვენთან ერთან კარნახისეული მეთოდით მოხერხდა. სასწრაფოდ მელოდება საგარეო მირეკავენ. და გადახედეთ კიდევ ერთხელ და გადმომირეკეთ, რომ ავტვირთო)

 

ბატონო ალექსანდრე,

 

თქვენი 2018 წლის 24 აპრილის წერილით წარმოდგენილ ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს ნოტის ასლის პასუხად, რომელიც ეხება შპს ,,ბათუმის საზღვაო პორტთან’’ დაკავშირებით ინფორმაციის წარდგენის საკითხს, გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმდინარე წლის 3 აპრილს განცხადებით (0171-08/01) მომართა შპს ,,ბათუმის საზღვაო ნავსადგურისადმინისტრაციამ კომპანიაში დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის არსებული კოლექტიური შრომითი დავის გადაწყვეტის მიზნით მედიატორის დანიშვნის მოთხოვნის თაობაზე.

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 აპრილის №01-76/ ბრძანების შესაბამისად ბათუმში მივლინებულ იქნა შრომისა  და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის მოადგილე  პაატა ჟორჟოლიანი, რომლის ანგარიშის თანახმადაც ჩასვლის მომენტში მდგომარეობა იყო არსებითად შეცვლილი. დამსაქმებელს შეტანილი ჰქონდა სარჩელი სასამართლოში გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ, რამაც გამოიწვია პირობების არსებითი შეცვლა. საბოლოოდ დასაქმებულების მხრიდან ჩამოყალიბდა ორი პირობა, კერძოდ:

1.დამსაქმებლის მიერ სასამართლოდან სარჩელის გამოტანა (პროფკავშირების მოთხოვნით არ შედგებოდა შეთანხმება, თუ აღნიშნული საკითხი დადებითად არ გადაწყდებოდა);

2.ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა (ორმხრივ ან სამმხრივ ფორმატში).

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა ჩატარდა მიმდინარე წლის 15 აპრილს, სადაც დამსაქმებელმა მოითხოვა შესვენების პერიოდი რამდენიმე დღით, რათა დამსაქმებელს მიეღო გადაწყვეტილება სასამართლოდან სარჩელის გამოტანის თაობაზე. კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცესები დროებით შეჩერებულ იქნა და მისი გაგრძელება დამოკიდებული იყო დამსაქმებლის პასუხზე.

აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით, მიმდინარე წლის 20 აპრილს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პაატა ჟორჟოლიანსა და დამსაქმებელს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, სადაც დამსაქმებელმა ასახა უარყოფითი დამოკიდებულება სასამართლოდან სარჩელის გამოტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,ბათუმის საზღვაო ნავსადგურის’’ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ამირან მიქელაძემ უარი განაცხადა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, რის საფუძველზეც მედიაცია შეწყდა.

 

პატივისცემით,

 

 

 

 

პატივისცემით,

 

თამარ ბერიძე

 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო

მობ:  +995 555373747; 577202018.