From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : m.makatsaria@gnta.ge
Subject : ბროშურები საქართველოს შესახებ
Cc : Mariana Mkurnali
Received On : 08.01.2018 07:13


მაკა მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ 2018 წლის 22-27 იანვარს შვეიცარიაში, . ჟენევაში ტარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 142- სესია. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობს საქართველოს დელეგაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ქალბატონი ჟუჟანა ჯაკაბის მოთხოვნით, სესიის ფარგლებში, 24 იანვარს პირველად გაიმართება საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც ქართული მხარე წარადგენს ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ბროშურების დარიგება, როგორც ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების თაობაზე, ისე, ზოგადად ქვეყნის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე გვესაჭიროება 50-60 ცალი ბროშუარა.

 

პირველ ეტაპზე, ბატონ მინისტრთან შეთანხმების მიზნით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ბროშურების ელ. ვერსიები.

 

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ ბროშურები იგზავნება დიპლომატიური ფოსტით და მასალის გაგზავნა უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში. დაზუსტებულ დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ.

 

წინასწარ გიხდით მადლობა თანამშრომლობისა და დახმარებისთვის.

 

პატივისცემით,

 

მაია

 

Maia Nikoleishvili MPA

Chief Specialist of International Relations Division

HR Management and International Relations Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail: mnikoleishvili@moh.gov.ge