| From : | Inga Kubetsia <ikubetsia@mfa.gov.ge> |
| To : | Mariana Mkurnali |
| Subject : | ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-17 კონსოლიდირებული ანგარიში |
| Cc : | Nino Baakashvili <n.baakashvili@mfa.gov.ge> |
| Received On : | 14.02.2018 08:29 |
| Attachments : |
მოგესალმებით კახა,
როგორც მოგეხსენებათ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი წელიწადში ორჯერ აქვეყნებს კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას.
მე-17 კონსოლიდირებული ანგარიშის გამოქვეყნება დაგეგმილია მიმდინარე წლის აპრილის თვეში.
ევროპის საბჭოს მიერ აღნიშნული ანგარიშის მომზადების მიზნით, გთხოვთ, მიმდინარე კვირის ბოლომდე, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, მოგვაწოდოთ ინფორმაცია ინგლისურ ენაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე განხორციელებული აქტივობების შესახებ, რომლის ასახვაც მიზანშეწონილად მიგაჩნიათ აღნიშნულ ანგარიშში.
პატივისცემით,
ინგა კუბეცია
Inga KUBETSIA
Counsellor
Division of the Council of Europe
Department of International Organizations
Sh. Chitadze str. 4, 0118 Tbilisi, Georgia
Tel: (+995 32) 2945-000 (ext. 18-14)