| From : | Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge> |
| To : | Nino Odisharia; Ketevan Goginashvili; Lika Klimiashvili |
| Subject : | იორდანიის პროექტის შესახებ |
| Cc : | Mariana Mkurnali |
| Received On : | 15.03.2018 16:50 |
| Attachments : |
კოლეგებო,
გიგზავნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 15 მარტის №23/2106 წერილს, რომელიც ეხება მიმდინარე წლის 2-3 აპრილს ქ. თბილისში, დაგეგმილ საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომის გამართვასა და 2017 წლის ოქტომბრის თვეში მომზადებულ კომისიის სხდომის ოქმის პროექტს.
გთხოვთ, წერილი განიხილოთ კომპეტენციის ფარგლებში და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში (არაუგვიანე 19 მარტისა), მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები აღნიშნული პროექტის მიმართ (კომისიის ოქმში გათვალისწინების მიზნით) და ასევე წარმოგვიდგინოთ იმ კანდიდატურების საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მხარის შემადგენლობაში შეყვანილ იქნება კომისიის წევრისა და ექსპერტის სტატუსით.
დამატებით გაცნობებთ, რომ სამუშაო ჯგუფში ექსპერტის სტატუსით მონაწილეობას იღებდა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ქეთევან გოგინაშვილი.
პატივისცემით,
პატივისცემით,
თამარ ბერიძე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო
მობ: +995 555373747; 577202018.