From : Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
To : Elza Telia
Subject : კანდიდატურის დასახელების შესახებ ინფორმაცია
Cc : Mariana Mkurnali
Received On : 02.04.2018 11:32
Attachments :

 

ქალბატონო ელზა,

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ქალბატონ თამილას მიაწოდე ჩემს მიერ გადმოგზავნილი წერილი და მოახსენე, რომ აღნიშნული ინფორმაცია მოწოდებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, რომელიც ეხება იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის უწყებათაშორისი კომიტეტის ახალ შემადგენლობაში კომიტეტის წევრის დასახელების საკითხს, სადაც 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით წარდგენილ იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნინო ბერძულის კანდიდატურა.

ლტოლვილთა სამინისტროს წერილში მკაფიოდ არის მითითებული, რომ ახალ შემადგენლობაში წარდგენილ უნდა იქნეს იყოს მინისტრის მოადგილის დონე, რომლის საკურატორო სფეროს საკითხებიც შესულია 2017-2018 წლების სახელმწიფო სტრატეგიაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წერილისა და ქალბატონო თამილას თანხმობის შემთხვევაში წარვადგენთ მის კანდიდატურას.

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ ქალბატონი თამილას გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ზემოაღნიშნული კომიტეტის წევრობის შესახებ.

 

პატივისცემით,

 

თამარ ბერიძე

 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო

მობ:  +995 555373747; 577202018.