| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Nato Dolidze |
| Subject : | მინისტრის ჟენევაში მივლინების თაობაზე |
| Cc : | Mariana Mkurnali |
| Received On : | 08.01.2018 06:21 |
მოგახსენებთ, რომ 2018 წლის 22-27 იანვარს შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში ტარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 142-ე სესია. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით მიწვეული ვარ აღმასრულებელი საბჭოს წევრის სტატუსით.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ქალბატონი ჟუჟანა ჯაკაბის მოთხოვნით, სესიის ფარგლებში, 24 იანვარს პირველად გაიმართება საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც ქართული მხარე წარადგენს ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და პრეზენტაციას თემაზე: „მიღწევები და გამოწვევები საქართველოს ჯანდაცვის სფეროში“.
ჟენევაში მივლინება დაგეგმილია 2018 წლის 21 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით.