| From : | Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge> |
| To : | Lika Klimiashvili; Ketevan Goginashvili; Tea Gvaramadze |
| Subject : | ოკუპირებულის აქტივობების შესახებ |
| Cc : | Mariana Mkurnali |
| Received On : | 16.02.2018 06:40 |
| Attachments : |
გიგზავნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 15 თებერვლის № 01/5810 წერილს, რომელიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობა სთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების საკითხს.
გთხოვთ, წერილი განიხილოთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში (არაუგვიანეს 20 თებერვლისა) ევროპის საბჭოს კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ გამოქვეყნების მიზნით, მოგვაწოდოთ განხორციელებული აქტივობები 2017 წლის ოქტომბრის თვიდან 2018 წლის იანვრის თვემდე (ინგლისურ ენაზე), ოკუპირებულ ტერიტორიებზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე. დამატებით გაცნობებთ, რომ კონსოლიდირებული ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც მოიცავს 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს, დაგეგმილია მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს.