From : Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
To : atalakvadze@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; l.ebanoidze@ncdc.ge; igogiava@ssa.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; nchanadiri@ssa.gov.ge; Maia Tabagari; ninomamukashvili@gmail.com; nmamaladze@moh.gov.ge; ljinjixadze@moh.gov.ge
Subject : პანკისის ხეობაში სამოქმედო გეგმის შემუშავება
Cc : sbelkania@moh.gov.ge; Mariana Mkurnali
Received On : 20.02.2018 11:50
Attachments :

 კოლეგებო,
 

გიგზავნით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წერილს, რომელიც ეხება „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020წწ. სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში დაგეგმილ პანკისის ხეობასთან მიმართებაში კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებს.

ზემოაღნიშნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ეფექტურად განხორცილების მიზნით შექმნილია სახელმწიფო უწყებათშორისი კომისია, სადაც ჩართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ 2018-2019 წლებში პანკისის ხეობაში დაგეგმილ ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ   ინფორმაცია, წერილში მითითებული დანართის შესაბამისად.

ამასთან დამატებით გაცნობებთ, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატთან კომუნიკაციის შემდგომ, გარკვეულ იქნა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეუძლია დაასახელოს ის კონკრეტული აქტივობები, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს "სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, წარმოადგინოთ იმ კანდიდატურის საკონტაქტო ინფორმაცია (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დონეზე), რომელიც მონაწილეობას მიიღებს მიმდინარე წლის 28 თებერვალს, 12:00 საათზ საქართველოს ადმინისტრაციის შენობაში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაში.

გთხოვთ, წერილის განხიილვისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდოთ მიმდინარე წლის 26 თებერვლამდე. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას.

 

საუკეთესო სურვილებით,

თამარ ბერიძე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
555 37 37 47/577 20 20 18