From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : nchitanava@moh.gov.ge
Subject : საკომიტეტო მოსმენა,24 ნოემბერი, 11:00 საათი
Cc : sbelkania@moh.gov.ge; mmkurnali@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge
Received On : 17.11.2017 12:20
Attachments :

ნათია გამარჯობა,

როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მართავს საკომიტეტოს მოსმენას, სადაც მომხსენებლად წარდგენილია ბატონი ზაზა სოფრომაძე და ასევე, ქალბატონი თამილა ბარკალაია.

ანგარიშის თემაა: ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ბატონი ზაზას შემდგომი ინფორმირების მიზნით, გიგზავნი სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელშიც ასევე ასახული ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ინფორმაცია.

გთხოვთ, გვაცნობოთ ბატონი ზაზას საბოლოო გადაწყვეტილება საკომიტეტო მოსმენაში მონაწიელობასთან დაკავშირებით.

დამატებით გიგზავნი საკომიტეტო მოსმენის დღის წესრიგს.

პატივისცემით,

 

მაია