From : Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
To : Tea Gvaramadze
Subject : საკოორდინაციო საბჭოს შესახებ.
Cc : Mariana Mkurnali
Received On : 21.12.2017 08:41
Attachments :

ქალბატონო თათია, გიგზავნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წლის 19 დეკემბრის N5107/01 წერილს, რომელიც ეხება მიმდინარე წლის 22 დეკემბერს 11:00 საათზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაგეგმილ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული საკოორდინაციო საბჭო დაგეგმილ იყო მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, სადაც მონაწილეობას იღებდა საკოორდინაციო საბჭოს წევრი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ზაზა სოფრომაძე, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო გადადებულ იქნა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დამატებით გაცნობებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოში ბატონი ზაზა სოფრომაძე სამწუხაროდ ვერ ახერხებს მონაწილეობას და გთხოვთ, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თემატური ჯგუფების სამუშაო შეხვედრაში მონაწილე კანდიდატმა მიიღოთ მონაწილეობა საკოორდინაციო საბჭოში, სადაც ასევე წარმოდგენილ იქნება საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი. ასევე თან უნდა იქონიოთ მინდობილობა საბჭოზე დასწრების უფლებისათვის. შესაბამისად საფუძველის არსებობის გამო გიგზავნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილს და ბატონ ზაზა სოფრომაძესთან შეთანხმებით გამზადებული მინდობილობის წერილით მიიღებთ მონაწილეობას საკოორდინაციო საბჭოში. უდიდესი მადლობა წინასწარ. საუკეთესო სურვილებით, თამარ ბერიძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159 555 37 37 47/577 20 20 18