მარიანა, მოგესალმები
გაცნობებ, რომ
სამედიცინო კომპანია
,,ფაიზერის'' წარმომადგენლები
საქართველოში იყვნენ
ჩამოსულები ორჯერ და ორჯერვე
შეხვდა ბატონ ზაზა
სოფრომაძეს.
პირველი ვიზიტის დროს მათ
წარმოგვიდგინეს ის
მედიკამენტები, რომლებსაც
აწარმოებენ და გვთხოვეს რომ
თუ ჩვენს მიერ
შესყიდული/შესასყიდი
მედიკამენტებიდან მათ მიერ
წარმოდგენილ ჩამონათვალში
იყო რომელიმე,
დაგვემუშავებინა
(დასახელება, რაოდენობა 1
წელი/3წელი/5წელი) და
მიგვეწოდებინა მათთვის.
აღნიშნული
ინფორმაციის გადაგზავნის
შემდგომ განხორციელდა მათი
ვიზიტი და ძირითად ეხებოდა
ერთი მედიკამენტის
შემოთავაზების საკითხს (
ანტიჰემოფილური მე–8
ფაქტორკონცენტრატი,
რეკომბინანტული).
შემოგვთავაზე ექსკლუზიური
ფასი, გასაიდუმლოებული
მხოლოდ ჩვენთვის
(დოკუმენტაცია ინახება ა.
თალაკვაძესთან, როგორც
საიდუმლო მასალა). აღნიშნული
ვიზიტის შემდგომ ჩვენ
დავიბარეთ ექსპერტები რათა
განგვეხილა ეს საკითხი ორი
მიმართულებით.
ეთანხმებოდნენ თუ არა
პალზმური მე–8
ფაქტორკონცენტრატის 100%
ჩანაცვლებას რეკომბინანტული
მე–8 ფაქტორკონცენტრატით. და
ასევე გვაინტერესებდა
რეკომბინანტული ფაქტორი
მოხმარება პლაზმურ
ფაქტორთან მიმართებით იყო
იდენტური თუ უფრო ნაკლები.
ექსპერტების მოსაზრებით
(გვაქვს წერლი) 100% ჩანაცვლებას
ეწინაარმდეგებიან და
მათთვის მიზანშეწონილია 60%
რეკომბინანტული და 40%
პლაზმური ფაქტორები. და
ხარჯვა ორივე
პრეპარატისთვის არის
იდენტური. აღნიშნულის
თაობაზე ვაცნობეთ კომპანიას
წერილობით ელექტრონულად,
თუმცა ჩემთან კვალვ მოვიდა
მათი წარმომადგენელი რაც
ხელახლა ავუხსენი. ახლა კვლავ
ითხოვენ აღნიშნულ საკითხზე
შეხვედრას.
წელს
მე–3 გამოვაცხადეთ ტენდერი
(აქედან 2 ჩაიშალა, ერთი
იხსნება 29 ივნისს და არ ვიცით
რა შედეგით დასრულდება. ჩვენს
მიერ შესყიდული მე–8 ფაქტორის
ღირებულება და რა მოლოდინიც
გვაქვს 2-ჯერ ნაკლებია მათ
შემოთავაზებაზე. და ექიმების
მოსაზრებაც ეწინააღმდეგება
სრულ ჩანაცვლებას.
პატივისცემით,