From : Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
To : mdarakhvelidze@moh.gov.ge
Subject : საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საჭოს სამუშაო შეხვედრა
Cc : Ketevan Goginashvili; Mariana Mkurnali
Received On : 16.10.2017 13:28
Attachments :

ქალბატონო მარინა, გიგზავნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წლის 16 ოქტომბრის N 3593/01 წერილს, რომელიც ეხება მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს კაჭრეთში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) სასტუმროში „ამბასადორში’’ დაგეგმილ საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საჭოს სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის საკითხს, სადაც განხილული იქნება სოფლის განვითარების პოლიტიკის ჰარმონიზაციისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების შესაძლებლობები, ასევე საქართველოს სოფლის განვითარების 2017- 2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის მიმდინარე სტატუსი და სამომავლო ნაბიჯები. გთხოვთ, წერილი განიხილოთ კომპეტენციის ფარგლებში და წარმოადგინოთ იმ კანდიდატურის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც ჩართულია სოფლის განვითარების საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული თემატური ჯგუფის მუშაობაში და ასევე დაესწრება მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს კაჭრეთში დაგეგმილ საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საჭოს სამუშაო შეხვედრას. დამატებით გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნულ შეხვედრაში კომისიის წევრი არის ბატონი ზაზა სოფრომაძე, რომელიც ვერ ახერხებს დაგეგმილ საკოორდინაციო საბჭოში მონაწილეობას და შესაბამისად თემატურად ითხოვენ ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტიდან კანდიდატურას სადაც მონაწილეობს ქეთევან გოგინაშვილი. გთხოვთ თქვენს სწრაფ რეაგირებას, რათა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს დღის პირველ ნახევარში პასუხი ეცნობოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე გამგზავრებაც დაგეგმილია დღის წესრიგის მიხედვით 17 ოქტომბერს. მონაწილეობის ხარჯებს (სასტუმრო და კვება) ანაზრაურებს მიმწვევი მხარე, ხოლო მგზავრობას თავად უზრუნველყოფს მონაწილე კანდიდატი. პატივისცემით, თამარ ბერიძე საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი სამინისტროს აპარატი (დეპარტამენტი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159 მობ: +995 555 37 37 47;