From : Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
To : mbegashvili@moesd.gov.ge
Subject : საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ
Cc : sbelkania@moh.gov.ge; Mariana Mkurnali; Ketevan Goginashvili; Lika Klimiashvili; Nino Odisharia; Nino Kalandadze
Received On : 20.03.2018 10:33
Attachments :

ქალბატონო მარინა,

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 15 მარტის №23/2106 წერილის პასუხად, რომელიც ეხება მიმდინარე წლის 2-3 აპრილს . თბილისში, დაგეგმილ საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომის გამართვის საკითხს, სადაც განიხილება  2017 წლის ოქტომბრის თვეში მომზადებულ კომისიის სხდომის ოქმის პროექტი, გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აღნიშნული პროექტის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

ამასთან დამატებით გაცნობებთ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის წევრად განისაზღვრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მაია ლაგვილავა (ელ.ფოსტა: mlagvilava@moh.gov.ge; ტელ.: 2510027), ხოლო ექსპერტის სტატუსით კი ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ქეთევან გოგიინაშვილი (ტე.: 577717984; .: kgoginashvili@moh.gov.ge), რომელიც მონაწილეობას იღებდა 2017 წლის ოქტომბრის თვეშისაქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სამუშა ჯგუფშ.

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ აღნიშნული ინფორმაციის მიღება და ასევე გვაცნობოთ სად გაიმართება საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა.

 

 

 

პატივისცემით,

 

თამარ ბერიძე

 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო

მობ:  +995 555373747; 577202018.