From : Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
To : Elza Jgerenaia; Lika Klimiashvili
Subject : საქართველო-რუმინეთის ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის ოქმი
Cc : Mariana Mkurnali
Received On : 29.09.2017 13:54
Attachments :

ქალბატონო ელზა/ქალბატონო ლიკა, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 3 ნოემბერს ჩაინიშნა და დადასტურდა საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომა, რომლის თანათავმჯდომარე იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბატონი გიორგი გახარია. გიგზავნით საქართველო-რუმინეთის ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის ოქმის პროექტს და გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ ჩვენს კომპეტენციაში შემავალ საკითხებს და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში (არაუგვიანეს 3 სექტემბრისა) მოგვაწოდოთ ინფორმაცია (თუ გსურთ რაიმე საკითხის დამატება, გარდა ჩვენს მიერ გაგზავნილისა) ელექტრონული ფოსტის მისამართზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემდგომი ინფორმირების მიზნით. ასევე დამატებით გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნულ კომისიაში წარდგენილი ბრძანდებით (კომისიის წევრი/ექსპერტის) სტატუსით. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას. დანართი: 1.საქართველო-რუმინეთის ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის ოქმი; 2.მონაწილეთა სია; 3.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ მომზადებული წერილი. პატივისცემით, თამარ ბერიძე საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი სამინისტროს აპარატი (დეპარტამენტი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159 მობ: +995 555 37 37 47;