| From : | Nato Dolidze <ndolidze@moh.gov.ge> |
| To : | Mariana Mkurnali |
| Subject : | სახალსო დამცველის წერილი |
| Received On : | 27.04.2018 13:29 |
| Attachments : |
მოგესალმებით
გიგზავნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შემოსულ, საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას 2018 წლის 4 აპრილის N02/5157 წერილს, რომელიც ეხება როგორც საჯარო სივრცეში, ასევე სამუშაო ადგილზე ქალთა დისკრიმინაციის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და ფარულ ფორმას სექსუალურ შევიწროებას. აღნიშნულ საკითხზე, საქართველოს სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე განთავსებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ტექნიკური მხარდაჭერით მომზადებული ელექტრონული სასწავლო კურსი ,,სექსუალური შევიწროება დასაქმების ადგილზე“.
გთხოვთ, დაავალოთ თქვენს სამმართველოში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს, გაიარონ სასწავლო კურსი მითითებულ ვებ-გვერდზე: http://sexualharassment.ombudsman.ge/ka/login 2018 წლის 25 მაისამდე. ასევე წარმოგიდგენთ, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, შემუშავებულ შიდა უწყებრივი პოლიტიკის დოკუმენტს.
საუკეთესო სურვილებით,
ნატა დოლიძე
ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: + 995 599 500747