მოგესალმებით მარი,
გწერთ სერტიფიკატებთან დაკავშირებით რაზედაც ტელეფონზე უკვე გესაუბრეთ.
როგორც უკვე გითხარით, აღნიშნულ ტრენინგებს ატარებს სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (Atipfund) UNFPA-ს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში. გვინდა, რომ იმ ექიმების, რომლებიც გაივლიან აღნიშნულ ტრენინგებს, გადავცეთ სერტიფიკატები, სადაც ჩვენს და UNFPA-ს ლოგოსთან ერთად, პირველი დაედება სამინისტროს ლოგო.
გთხოვთ, იხილოთ თანდართული მოსაწვევი და დღის წესრიგი. იმედი მაქვს, საკმარისია მოწოდებული ინფორმაცია.
ველი თქვენს გამოხმაურებას,
საუკეთესო სურვილებით,
თათა