| From : | Tamar Papavadze <tpapavadze@mfa.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili |
| Subject : | სლოვაკეთის დელეგაცია |
| Cc : | Mariana Mkurnali |
| Received On : | 05.06.2018 13:46 |
| Attachments : |
მაიკო, გამარჯობა.
როგორც შევთანხმდით, ჯანდაცვის სამინისტრო მონაწილეობას იღებს სლოვაკეთის დელეგაციის ინდივიდუალური მასპინძლობის პროგრამაში.
აღნიშნული პროგრამა დაიგეგმა
2018 წლის 7 ივნისს, დილიდან 18:00-მდე. კერძოდ, 09:30-დან 11:00-მდე გაიმართება შეხვედრა სასტუმრო „ჯინო ველნეს მცხეთაში“, სადაც საშუალება ქართველ მასპინძლებს საშუალება ექნებათ გაიცნოს დელეგაციის წევრები. 11 საათიდან კი იწყება ინდივიდუალური
მასპინძლობის პროგრამა. საღამოს 18:00-მდე სტუმრები თქვენს განკარგულებაში იქნებიან.
18:00-ზე, სტუმრებთან ერთად, მათ მასპინძლებს ვიწვევთ/გიწვევთ მიღებაზე, რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით დელეგაციის საპატივსაცემოდ გაიმართება.
მისამართი: ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, შ. დადიანის ქ. 2/1 (თავისუფლების მოედანზე).
მიღების დასრულების შემდეგ, ასევე მოწვეული ხართ
ვახშამზე სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის ნოდარ გიორგაძის სახელით, რომელიც 20:00-ზე თბილისის ზღვის სანაპიროზე „ჯინო პარკში“ გაიმართება.
დელეგაციის შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებების გამო, მხოლოდ
4 ადამიანის მასპინძლობა მოგიწევთ. ესენია ვილიამ ფიშერი, რობერტ ილლეში და
ლუცია ილლეშოვა (ცოლ-ქმარი არიან), მარცელა მოლნაროვა
- (საუბრობენ რუსულ და ინგლისურ ენებზე);
გთხოვთ, დამიდასტუროთ წერილის მიღება. ასევე, მომწეროთ, ვინ უწევს უშუალო მასპინძლობას, სანამ მარინა დარახველიძე შეუერთდება.
საუკეთესო სურვილებით,
თამუნა
Tamar Papavadze
(Ms.)
|
First Secretary Department of Europe Ministry of Foreign Affairs of Georgia 4 Chitadze str. 0118, Tbilisi, Georgia
Tel.: (+995 32) 294 5000 (ext. 14 17) Cell: +995 593285408 |
P Please
consider the environment before printing