From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Tengiz Tsertsvadze <tengizt@gol.ge>
Subject : სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი, 20 მარტი
Cc : sbelkania@moh.gov.ge; mmkurnali@moh.gov.ge; Nikoloz Chkhartishvili <nc@aidscenter.ge>
Received On : 15.03.2017 09:04

ბატონო თენგიზ, მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 20-21 მარტს დაგეგმილია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ბატონი ლეოვონ ალთუნიანის ვიზიტი საქართველოში. დელეგაციის შემადგენლობაშია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სამველ მარგარიანი და სომხეთის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ ბაზარჩიანი. ვიზიტის მიზანია ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების თაობაზე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება და კლინიკების მონახულება.

სომხეთის მხარეს შევთავაზეთ ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის მონახულება, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების თაობაზე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით. დღის წესრიგის პროექტის მიხედვით თქვენს ცენტრში ვიზიტი დაგეგმილია 20 მარტს, 16:15-17:15 საათზე.

იმედს გამოვთქვამთ თქვენი მხარდაჭერის და წინასწარ მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.

პატივისცემით,

 

მაია ნიკოლეიშვილი
 

Maia Nikoleishvili MPA

Executive Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail: mnikoleishvili@moh.gov.ge