| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Natia Nogaideli; shorenao@moh.gov.ge; Ketevan Goginashvili |
| Subject : | უკრაინის მემორანდუმი |
| Cc : | mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; Mariana Mkurnali |
| Received On : | 06.07.2017 08:19 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვმართა უკრაინის მხარის ინიციატივით „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და უკრაინის წამლებისა და ნარკოტიკების კონტროლის სახელმწიფო სამსახურს შორის წამლების ხარისხის კონტროლის სფეროში“ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების თაობაზე.
ვინაიდან, უკრაინის მხარეს წარმოადგენს წამლებისა და ნარკოტიკების კონტროლის სახელმწიფო სამსახური, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, საქართველოს მხრიდან ხელმომწერ უწყებად განისაზღვროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.
აღნიშნული საკითხი შეთანხმდა რეგულირების სააგენტოსთან.
დანართის სახით გიგზავნით მემორანდუმის კორექტირებულ პროექტს. გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ და დღის ბოლომდე მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდგომი ინფორმირების მიზნით.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.
პატივისცემით,
მაია