ქალბატონო სალომე,
თქვენი 2017 წლის 23 აგვისტოს წერილის პასუხად, რომელიც ეხება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრსა და
ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარების ფონდის იტალიური
საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენლებს შორის შეხვედრასთან დაკავშირებულ
საკითხებს, გაცნობებთ, რომ ზემოხსენებული შეხვედრის განხორციელებისათვის
გთხოვთ, მოგვაწოდოთ იმ საკითხთა ჩამონათვალი და მიზანშეწონილობა, სადაც
წარმოდგენილი იქნება შემდეგი პუნქტები, კერძოდ:
1.ინფორმაცია ფონდის პროფესიული საქმიანობის შესახებ (პორტფოლიო);
2.ფონდის გამოცდილება და შედეგები ანალოგიურ პროექტებში;
3.ფონდის ხედვა ინვესტიციის დაბრუნებასთან დაკავშირებით, არსებული
სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.
გთხოვთ, წერილი განიხილოთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და მოგვაწოდოთ
ინფორმაცია ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, რათა დაიგეგმოს
შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრსა და იტალიურ საინვესტიციო ჯგუფს შორის.
პატივისცემით,
თამარ ბერიძე
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს
უფროსი სპეციალისტი
სამინისტროს აპარატი (დეპარტამენტი)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 555 37 37 47;