From : Akaki Jamburia <a.jamburia@eu-nato.gov.ge>
To : mmkurnali@moh.gov.ge
Subject : შეხვედრა ევროკავშირის მისიასთან
Received On : 12.09.2017 12:57

მარიამ,

 

როგორც მოგეხსენებათ, / 14-15 სექტემბერს საქართველოს ეწვევა ევროკომისიის სპეციალური მისიარომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით  გამართავს კონსულტაციებს საქართველოს დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებთან  ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების პროგრამების TWINNING-ისა და TAIEX-ის შესახებ.

 

ვიზიტის ფარგლებში, ა/წ 15 სექტემბერს გაიმართება შეხვედრა, რომლის მიზანია საქართველოს ბენეფიციარ უწყებებს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია TAIEX-ის პროგრამასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეხვედრა გაიმართება ა/წ 15 სექტემბერს 10:00 საათიდან 12 საათამდე მთავრობის ადმინისტრაციაში მე-3 სართულზე, შეხვედრების ოთახი N1. შეხვედრის სამუშაო ენაა ინგლისური.

 

ასევე, მისიის წარმომადგენლებმა ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქვეს ინდივიდუალური შეხვედრის სურვილი რამდენიმე უწყებასთან, მათ შორის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. თქვენი უწყების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრა ჩანიშნულია ა/წ 15 სექტემბერს 15:30 სააათზე. შეხვედრა გაიმართება მთავრობის კანცელარიის შენობის მე-3 სართულზე, შეხვედრების ოთახი N1.

 

            დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ.

 

            პატივისცემით,

 

            აკაკი ჯამბურია  

 

Deputy Head of EU Assistance Coordination Department/PAO
Office of the State Minister of Georgia 
on European and Euro-Atlantic Integration

The State Chancellery of 
the Government of Georgia
7, Ingorokva str. Tbilisi 0134

E-mail: a.jamburia@eu-nato.gov.ge