| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | mdarakhvelidze@moh.gov.ge |
| Subject : | შეხვედრების ორგანიზების თაობაზე |
| Cc : | sbelkania@moh.gov.ge; Mariana Mkurnali |
| Received On : | 30.10.2017 07:56 |
| Attachments : |
ქალბატონო მარინა, მოგესალმებით,
საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით მოგმართავთ თხოვნით ორი შეხვედრის ორგანიზების თაობაზე, კერძოდ:
1. 13-15 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სამხრეთ-სამხრეთ თანამშრომლობის ოფისის დელეგაცია, რომლის მიზანია ქვეყანაში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების თაობაზე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება, ანგარიშში ასახვა და ქვეყნებისთვის შეთავაზება. ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს ეწვევა შესაბამისი დარგის ექსპერტი. საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციაა, საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის პროგრამების თაობაზე ინფორმაციის გაზიარება.
2. 27-29 ნოემბრის პერიოდში დაგეგმილია სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან სლოვენიური კომპანიების, მათ შორის ფარმაცევტუილ კომპანია “KRKA” წარმომადგენლები, რომელთა სურვილია შეხვედრის ორგანიზება ჯანდაცვის სამინისტროსთან ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხებზე, ხოლო მედიკამენტების პარალელური იმპორტის თემაზე - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთან (იხ. დანართი).
ზემოაღნიშნული შეხვედრების ორგანიზების მიზნით, გთხოვთ, გვაცნობოთ შეხვედრების გამართვის თარიღი და მასში მონაწილე პირთა ვინაობა.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისა და დახმარებისთვის.
პატივისცემით,
მაია
Maia Nikoleishvili MPA
Chief Specialist of International Relations Division
HR Management and International
Relations Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of
Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32
2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail:
mnikoleishvili@moh.gov.ge