From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Teona Kvantaliani; Christina Tamoeva
Subject : ჩინეთის ნოტა
Cc : Irine Bartaia; Nino Javakhishvili; sbelkania@moh.gov.ge; Mariana Mkurnali; shorenao@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ibibilashvili@moh.gov.ge; Noe Kinkladze; Maia Gotiashvili
Received On : 18.05.2017 08:23
Attachments :

თეკა და ქრისტინა,

მოგმართავთ ჩინეთის ნოტის თაობაზე, რომელიც ეხება საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხაედასაჭერად , ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების მიზნით ,, საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით შეთანხმების" პროექტს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2016 წლის 15 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჩინეთის საელჩოში გაიგზავნა საპასუხო ნოტა , რომელშიც ჩასწორდა პროექტის დასახელება, ასევე, დასკვნითი დებულება ფინანსთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილ იქნას რატიფიცირების პროცედურები. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს ჩინეთის საელჩოდან მიღებული ნოტის თანახმად, ჩინეთის მხარე არ იზიარებს ქართული მხარის შენიშვნებს და ძალაში ტოვებს ნოტის პირვანდელ ტექსტს, რომელიც ხელმოწერილია 2016 წლის 18 ივლისს  (იხ. დანართი).

აღნიშნულის თაობაზე ასევე ეცნობა ფინანსთა სამინისტროს, რომელმაც დამატებითი კომსულტაციები გამართა ჩინეთის მხარესთან. ნინო ჯავახიშვილისგან მიღებული ინფორმაციით, ჩინეთის მხარე ითხოვს საპასუხო ნოტას ქართული მხარისგან, აღნიშნული პროექტისთვის მსვლელობის მიცემის მიზნით.

ვინაიდან , ჩინეთის მხარე არ ითვალისწინებს ქართული მხარის შენიშვნებს და არ ცვლის ნოტის ტექსტს, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გვაცნობოთ, შესაძლებელია თუ არა საპასუხო ნოტაში ცალმხრივად ჩასწორდეს დასკვნითი დებულება და დაკორექტირდეს პროექტის დასახელება.

  დანართის სახით გიგზავნით:

1. ჩინეთის ხელმოწერილ ნოტას;

2. ჩინეთის საელჩოს წერილს ხელმოწერილი ნოტის ძალაში დატოვების თაობაზე;

3. საპასუხო ნოტას ქართული მხარის მოთხოვნის გათვალისწინებით, "track change" ფორმატში .

 

პატივისცემით,

 

მაია

 
 
 

Maia Nikoleishvili MPA

Executive Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail: mnikoleishvili@moh.gov.ge