From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Mariam Darakhvelidze; Ketevan Goginashvili; Noe Kinkladze; Maia Gotiashvili; Ivane Bibilashvili; Marina Abramishvili; Natia Khmaladze; Shorena Okropiridze; Irma Kitiashvili
Subject : ჩინეთის საგრანტო პროექტი_ინფექციური ცენტრის აღჭურვა
Cc : Mariana Mkurnali; Sopo Belkania
Received On : 20.04.2018 14:10
Attachments :

მოგესალმებით,

 

გიგზავნით ჩინეთის საელჩოდან მიღებულ მეილს, რომელიც ეხება საპროექტო განაცხადის - „ინფექციური დაავადებების კონტროლის სერვისის ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება” მოწონების საკითხს. საპროექტო წინადადებები სამინისტროს მიერ გაგზავნილი იყო 2016 წელს.  საგრანტო პროექტის თანხა (საპროექტო წინადადებების მიხედვით) შეადგენს 4,970,000 დოლარს. გრანტის მიმღებია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი.

 

გიგზავნით მოკლე ინფორმაციას მეილში წარმოდგენილი საკითხების თაობაზე:

1.      სამედიცინო აღჭურვილობის თაობაზე

ჩინეთის მხარემ დაასრულა საპროექტი განაცხადის განხილვის/შესწავლის პროცესი. მთლიანობაში ჩინეთის მხარე გეგმავს 22 დასახელების ნივთის (სამედიცინო აღჭურვილობის, ავეჯის) მოწოდებას. დეტალები მოცემულია დანართში. ამასთან, ჩინეთის მხარე ვერ უზრუნველყოფს მხოლოდ 3 დასახელების აპარატურის ("system for aphaeresis", "High-throughput (next generation) sequencing system", "automated immunofluorescence processor") მოწოდებას, ვინაიდან აღნიშნული არ იწარმოება ჩინეთში. 

სამედიცინო აღჭურვილობის საგარანტიო პერიოდია 2 წელი.

აღჭურვილობის სტანდარტები შეესაბამება ჩინურ სტანდარტებს. თუ ქართულ მხარეს აქვს განსაკუთრებული მოთხოვნები, ჩინეთის მხარე მზადყოფნას გამოთქვამს შეისწავლოს აღნიშნული საკითხი.

2.      მხარეთა პასუხისმგებლობების თაობაზე

ჩინეთის მხარეს პასუხისმგებლობა ეკისრება, უზრუნველყოს აღჭურვილობის თბილისამდე ტრასპორტირება,  ტექნიკოსების საქართველოში მოვლინება წინასწარი საინჟინრო კვლევისა და შესაბამისი სამედიცინო აპარატურის ინსტალაციის მიზნით, ასევე, ქართველი სპეციალისტების ტრენინგი შესაბამისი სამედიცინო აპარატურის გამოყენების მიზნით. აღნიშნული მიზნით გაწეული ხარჯები დაიფარება გრანტის ფარგლებში.

 

საქართველოს მხარეს პასუხისმგებლობა ეკისრება, უზრუნველყოს საქონლის განბაჟება, მიღება, ტრანსპორტირება, საქონლის დასაწყობება თბილისში ჩამოტანის შემდგომ და ავეჯის ინსტალაცია. აღნიშნული მიზნით გაწეული ხარჯების დაფარვა უნდა უზრუნველყოს ქართულმა მხარემ.

   

3.      ჩინეთის მთავრობის რეგულაციების თანახმად, ჩინეთის მიერ წარმოდგენილ ყველა ნივთზე იქნება დატანილი ლეიბლი სახელწოდებით "CHINA AID". ამ პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჩინეთის მხარე უარს იტყვის პროექტის იმპლემენტაციაზე.

4.      თუ ორივე მხარე შეთანხმდება პროექტის განხორციელებაზე, ქართულმა მხარემ ჩინურ მხარესთან უნდა ითანამშრომლოს პროექტის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით.

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრთან, სამედიცინო აპარატურის სპეციფიკაციების განხილვის მიზნით.

 

აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ ჩინეთის მხარეს ეთხოვა, წარმოადგინოს ოფიციალური წერილი საგრანტო პროექტთან დაკავშირებულ ზემოაღნიშნულ საკითხებზე.

 

მხარეებს შორის ტექნიკურ საკითხებზე შეთანხმების შემდგომ, ჩინეთის საელჩო წარმოადგენს ნოტას, შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით.

 

გთხოვთ, განიხილოთ აღნიშნული ინფორმაცია და მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები/მოსაზრებები ჩინეთის მხარის მიერ წარმოდგენილ საკითხებთან/ვალდებულებებთნ დაკავშირებით.

 

პატივისცემით,

 

მაია ნიკოლეიშვილი

 

 

From: ge [mailto:ge@mofcom.gov.cn]
Sent: Wednesday, April 18, 2018 10:48 AM
To: Maia Nikoleishvili
Cc: Sopo Belkania ; Mariana Mkurnali ; n.gagua-
格财政部副部长 ; n.javakhishvili ; m.giorgobiani ; i.skhirtladze
Subject: About the medical equipment project

 

Dear Ms. Maia,

    Hope this letter finds you well. Regarding the medical equipment project for the infectious disease center, we would like to inform you the following:

    1. About the equipment.

    The Chinese side has finished the feasibility study of the medical equipment project. In total, the Chinese side is going to provide 22 items. Details please refer to the attachements. The photos provided in the document is just for reference.

    P.S. Three items including the "system for aphaeresis", "High-throughput(next generation) sequencing system" and "automated immunofluorescence processor" could not be provided becasuse now the Chinese side could not produce.

    The no defect guarantee period for the quality of the equipment provided will be 2 years.

    The standards of the equipment will be in compliance with the Chinese standard. If the Georgian side has special requirement, please inform us and the Chinese side will study the feasibility.

    2. About the responsibility of both sides.

    The Chinese side will be responsible for the delivering the equipment to Tbilisi, dispatching technicians to Georgia for pre-engineering survey and acceptance instructions, installing and commssioning of some items of the equipment, training the Georgian technicians for using and maintenance of the equipment. The cost and expenses of the above-mentioned activities should be convered by the grant.

    The Georgian side should be responsible for the customs clearance, delivery, transportation, storage of the equipment after its arrival in Tbilisi and the building of the equipment room and the installation of the furniture. The cost and expenses of the above-mentioned activities should be borne by the Georgian side.

    3. According the to regulations of the Chinese government, all the equipment provided by the Chinese side will be labeled in the obvious places with the lable of "CHINA AID". If it's not accepted, the project could not be implemented.

    4. If both sides agree to implement the project, the Georgian side should allow and cooperate with the Chinese side to carry out necessary publicity during the implementation process.

    We would like to have your feedback at your earliest conveniences. If you have any questions, please don't hesitate to contact us.

    Best wishes. 

    

    

 


Sincerely yours,

Mr. Li Jianhui  
Third Secretary
Office: 00995-32-2251850    
Mobile: 00995-599-993208
Email: lijianhui@mofcom.gov.cn;ge@mofcom.gov.cn
Economic & Commercial Counsellor's Office of the Embassy of the People's Republic of China in Georgia 
Address12A Kipshidze Street, Tbilisi, 0162, Georgia(格鲁吉亚)