| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Ivane Bibilashvili; Irma Abramishvili; Noe Kinkladze; Maia Gotiashvili; natia@moh.gov.ge; shorenao@moh.gov.ge |
| Subject : | ჩინეთის ფსიქიატრიული პროექტის თაობაზე |
| Cc : | sbelkania@moh.gov.ge; Mariana Mkurnali |
| Received On : | 02.03.2018 15:06 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიმდინარე წლის 12 თებერვლის №01/5281 წერილის პასუხად გაეგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასკვნა (№01/11064 26.02.2018) „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დასადებ შეთანხმების გაფორმებისასთან დაკავშირებით, ასევე, საპასუხო ნოტის ინგლისურ და ქართულენოვანი პროექტები, შეთანხმების ფურცელი და განმარტებითი ბარათი, შემდგომი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, მინისტრისთვის შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების პროცედურების გატარების მიზნით, მოგვმართა თხოვნით, განმარტებით ბარათში დეტალურად აისახოს საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ვალდებულებების შესრულების საკითხი. კერძოდ: რა პროგრამის/ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ვალდებულებები: „საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებს გამოყოს მიწა საავადმყოფოების ასაშენებლად და მიწის ნაკვეთი დროებითი სარგებლობისთვის, მშენებლობის მიმდინარეობის პერიოდში; უზრუნველყოს პროექტის ტერიტორიაზე, მიწის ზედაპირზე და მიწის ქვეშ არსებული ყველა ბარიერის დემონტაჟი და სამშენებლო ობიექტის გაწმენდა, მათ შორის შენობა–ნაგებობების, მცენარეების, საზოგადოებრივი მოხმარების წყალსადენების და ელექტროსადენების და ა.შ.; განახორციელოს მუნიციპალური პროექტები, მათ შორის, უზრუნველყოს პროექტის საზღვრამდე გზის გაყვანა, წყლის მიყვანა, სადრენაჟე სისტემის მონტაჟი, ელექტრომომარაგების, სატელევიზიო და ტელეკომუნიკაციების მიყვანა; ... უზრუნველყოს ჩინეთის მხარის საცხოვრებელი ტერიტორიისა და პროექტის სამშენებლო ობიექტის უსაფრთხოება; ტერიტორიის გამწვანება პროექტის მიწის ფართობზე; და ა.შ.
გთხოვთ, იხილოთ თანდართული მასალები და ორშაბათს, დღის პირველ ნახევარში მოგვაწოდოთ განმარტებით ბარათში შესატანი დამატებითი ინფორმაცია, მთავრობის ადმინისტრაციის მოთხოვნის შესაბამისად.
პატივისცემით,
მაია
Maia Nikoleishvili MPA
Chief Specialist of International Relations Division
HR Management and International
Relations Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of
Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32
2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail:
mnikoleishvili@moh.gov.ge