| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | london.emb@mfa.gov.ge; ntabatadze@mfa.gov.ge |
| Subject : | ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი |
| Cc : | sbelkania@moh.gov.ge; Mariana Mkurnali |
| Received On : | 28.11.2017 13:59 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და „ლონდონის იმპერიალ კოლეჯის“ ორგანიზებით მიმდინარე წლის 4-9 დეკემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში ტარდება სასწავლო კურსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები:
1. მარინა დარახველიძე, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი;
2. სოფიკო ბელქანია, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;
3. ამირან გამყრელიძე, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი;
4. ირმა ხონელიძე, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე;
5. ანა კასრაძე, ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე რეაგირებისა და მზადყოფნის სამმართველოს უფროსი;
6. ანა ასლანიკაშვილი, ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და ჰეპატიტების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი;
7. გიორგი კუჭუხიძე, გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის მონიტორინგის და შეფასების ოფიცერი, გიორგი კუჭუხიძე.
დანართის სახით გიგზავნით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის შუამდგომლობის წერილს დელეგაციის წევრების დახვედრა-გაცილებისა და შიდატრანსპორტირების თაობაზე და ელ. ბილეთებს.
აქვე გაცნობებთ, რომ დელეგაცია ლონდონში ჩადის 3 რესით, კერძოდ:
სოფიკო ბელქანია და მარინა დარახველიძე - 2 დეკემბერი, 11:45 (გეტვიკის აეროპორტი)
ამირან გამყრელიძე - 4 დეკმბერი, 22:15 საათი (ჰისროუს აეროპორტი);
ანა კასრაძე და დელეგაციის დანარჩენი წევრები - 4 დეკემბერი, 11:45 (გეტვიკის აეროპორტი)
რაც შეეხება თბილისში გამომგზავრებას, ბატონი ამირანის გარდა დელეგაციის ყველა წევრი ერთი რეისით მოემგზავრება 9 დეკემბერს.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისა და დახმარებისთვის.
პატივისცემით,
მაია
Maia Nikoleishvili MPA
Chief Specialist of International Relations Division
HR Management and International
Relations Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of
Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32
2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail:
mnikoleishvili@moh.gov.ge