From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Nino Odisharia; Elza Jgerenaia
Subject : 11th EU-Georgia HR Dialogue, 25 April, Brussels
Cc : Tea Gvaramadze; Nino Jinjolava; Nato Chapidze; Lika Klimiashvili; Sopo Belkania; Mariana Mkurnali
Received On : 04.04.2018 12:59
Attachments :

მოგესალმებით,

როგორც მოგეხსენებათ, 25 აპრილს ბელგიაში, ქ. ბრიუსელში ტარდება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის (HRD) რიგით მე-11 შეხვედრა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიუსელიდან ელოდება (4-5 აპრილისთვის) დეტალურ დღის წესრიგს, რომლის მიღების შემდგომ გამართავს უწყებათაშორის შეხვედრას, სავარაუდოდ მომდევნო კვირაში, რათა განისაზღვროს რომელი უწყება კონკრეტულად რა თემებს დაფარავს. ამასთან, ქართულ მხარეს ევალება შეხვედრამდე ორი კვირით ადრე  (10 აპრილისთვის) დღის წესრიგით გათვალისიწინებული საკითხების თაობაზე ინფორმაციის ინგლისურ ენაზე მიწოდება. საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის მიერ გამოგზავნილ დღის წესრიგში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდება.

 

დამატებით, საინფორმაციოდ გიგზავნით 2017 წელს ბრიუსელში გამართული საქართველო-ევროკავშირის დიალოგის (HRD) მე-10 შეხვედრის დღის წესრიგს.

 

პატივისცემით,

 

მაია ნიკოლეიშვილი