| From : | Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge> |
| To : | Elza Telia |
| Subject : | 13 აპრილს პარლამენტში დაგეგმილი სხდომის შესახებ ინფორმაცია |
| Cc : | Mariana Mkurnali |
| Received On : | 04.04.2018 10:47 |
| Attachments : |
ქალბატონო ელზა,
გიგზავნით საქართველოს პარლამენტის წერილს, რომელიც ეხება მიმდინარე წლის 13 აპრილს 12:00 საათზე, საქართველოს პარლამანეტში დაგეგმილ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნულ სხდომაზე განხილულ იქნება „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის განხორციელების შესახებ ინფორმაცია, ასევე 2018 წელს აღნიშნული პროგრამის მიმდინარეობა და მისი ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განსახილველი საკითხებიდან და პარლამენტის წერილის შინაარსიდან გამომდინარე, სადაც ითხოვენ, რომ დავასახელოთ მინისტრის მოადგილე, რომლის საკურატორო სფეროსაც წარმოადგენს აღნიშული საკითხი, გთხოვთ, შეათანხმოთ ქალბატონ თამილა ბარკალაიასთან და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რათა შევძლო შესაბამისი წერილის გადაგზავნა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში.
პატივისცემით,
თამარ ბერიძე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო
მობ: +995 555373747; 577202018.