From : Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
To : Lela.sturua@ncdc.ge; ninomamukashvili@gmail.com; l.kvachatiradze@ncdc.ge; k.ochigava@ncdc.ge; l.ebanoidze@ncdc.ge; kh.piranishvili@ncdc.ge
Subject : 2017 წლის შესრულება და 2018 წლის სამოქმედო გეგმა
Cc : Mariana Mkurnali
Received On : 21.12.2017 10:03
Attachments :

კოლეგებო, გიგზავნით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2017 წლის 30 ნოემბრის N2495 წერილს, რომელიც ეხება ,,სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“ 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის შესრულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების საკითხს. გთხოვთ, წერილი განიხილოთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია განხორციელებული საქმიანობის შესრულების თაობაზე “სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“ 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად (არაუგვიანეს 20 დეკემბრამდე) და ასევე 2018 წლის სამოქმედო გეგმა თანდართული მატრიცის მიხედვით (2018 წლის 10 იანვრამდე). ამასთან დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაგზავნილ იქნა “სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“ 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის (იანვარი- ივნისი) შესრულების ანგარიში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასაგზავნია 2017 წლის მთლიანი შესრულების ანგარიში სამოქმედო გეგმის მიხედვით. ვინაიდან წერილი დიდი ხნით ადრე დაგზავნილი გვაქვს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მასში შემავალი სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებთა, გაცნობებთ, რომ შესრულების ანგარიშ და 2018 წლის სამოქმედო გეგმის პასუხები მოსულია სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, სადაც უნდა მოხდეს შესრულების ანგაიშის გადახედვა, გაერთიანება და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის ინფორმაციის წარდგენა, ასევე სამომავლო საკითხები ცენტრის კომპეტენციაში, რომელიც თქვენს მიერ ასახულ უნდა იყოს 2018 წლის სამოქმედო გეგმაში. როგორც გავარკვიე, აღნიშნული წერილი ზოგს ინფორმაციული ხასიათით აქვს ჩამოწერილიდა ზოგს საერთოდ არ უცდია აღნიშნული იფორმაციის მოწოდება. გთხოვთ დღის ბოლომდე სასწრაფოდ გადმოგვიგზავნოთ 2017 წლის შესრულების ანგარიში რათა მოხდეს მთლიანი საკითხის გადაჭრა. საუკეთესო სურვილებით, თამარ ბერიძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159 555 37 37 47/577 20 20 18