From : Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
To : atalakvadze@moh.gov.ge
Subject : 6 ივნისის შეხვედრა
Cc : Sopo Belkania; Mariana Mkurnali
Received On : 05.06.2018 15:22
Attachments :

ბატონო ავთო,

(გიგზავნით იმ ინფორმაციას, რომელიც ხვალე გუბერნიაში შეხვედრის დროს იქნება სათქმელი თუ რა აქტივობებს გეგმავს ჩვენი სამინისტრო ამ სამოქმედო გეგმის ფარგლებში). შესაძლოა არც ამდენის თქმა გახდეს საჭირო.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ . საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ,,სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგი 2015-2020 წწ.სამოქმედო გეგმის’’ ფარგლებში მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის პერიოდში გეგმავს საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ ინფორმაცია სამინისტროს მიერ განხორციელებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესახებ, როგორც ფულადი სოციალური დახმარებების, ისე სოციალური სერვისების კუთხით.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სოციალური დახმარებების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებსა და ,,C,, ჰეპატიტის თაობაზე.

ასევე თამბაქოს მავნებლობის შესახებ, თუ რა ზიანი მოაქვს, როგორც თამბაქოს აქტიურ მოწევას ასევე პასიურ მწეველობას ადამიანის განვითარების ყველა საფეხურზე. დამატებით მიეწოდებათ თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალ კანონმდებლობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ძალაში შევიდა მიმდინარე წლის 1 მაისიდან და 100% კრძალავს თამბაქოს და მისი პროდუქტების მოხმარებას ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის შენობა-ნაგებობაში.

 

გთხოვ დამიდასტურეთ რა, რომ მივიწერო თქვენი გვარი. მადლობა უღრმესი.

 

 

 

პატივისცემით,

 

თამარ ბერიძე

 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო

მობ:  +995 555373747; 577202018.