KA030143298456218

**/***********/**** *
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ სოფიკო ბელქანიას


ქალბატონო სოფიკო,

ჯანმრთელობის დაცვის დეპარტრამენტში შემოსულია თქვენი N01-9408 30.04.18. წერილი, რომელიც ეხება ანტიკონვულსიური თერაპიისა და ასევე, სამკურნალო მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის წარდგენის საკითხს.

გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული წერილი გადაგზავნილ იქნა სამინისტროს ექიმ-ექსპერტთან, ნევროლოგ თენგიზ წულაძესთან, რომელმაც წარმოადგინა შესაბამისი ექსპერტული დასკვნა წერილში დასმულ საკითხთან დაკავშირებით (იხ.დანართი).

რაც შეეხება ზემოაღნიშნული თერაპიისა და სამკურნალო მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურების საკითხს, გაცნობებთ, რომ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული არ არის.

ამასთან,
იმ მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც არ იფარება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია განხილული იქნას ,,რეფერალური მომსახურების” ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით  შექმნილი კომისიის მიერ. აღნიშნულ კომისიაზე  განსახილველად  განცხადებას თან უნდა ახლდეს: სამედიცინო დაწესებულების მიერ მიმდინარე წელს გაცემული ცნობა პაციენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№IV-100/ა); სამედიცინო დაწესებულების მიერ, ასევე მიმდინარე წელს გაცემული ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია(დედანი), ან მედიკამენტების მოთხოვნის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების(აფთიაქის) მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა(დედანი) საჭირო მედიკამენტების თაობაზე; მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; სოციალური კატეგორიის (სოციალურად დაუცველი, დევნილი, შეზღუდული შესაძლებლობის  სტატუსის მქონე პირი, პენსიონერი და სხვ) დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). კომისია, სათანადო მონაცემების ანალიზის შემდეგ, განიხილავს მაძიებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და  განსაზღვრავს მის  მიზანშეწონილობას.

აღსანიშნავია, რომ "რეფერალური მომსახურების ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N 331 დადგენილების თანახმად, სამედიცინო დახმარების მოცულობა განისაზღვრება აღნიშნული კომისიის მიერ ინდივიდუალურ რეჟიმში  წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და ანალიზის შედეგად და განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის 30-დან 70%-მდე, კომისიის სხდომის ბიუჯეტისა და სამედიცინო ჩარევისთვის საჭირო თანხების მიხედვით, არაუმეტეს 10 000 ლარისა. კომისია ტარდება რეგულარულად, თვეში 2-ჯერ. ამასთან, კომისიის მიერ არ განიხილება შესრულებული სამუშაოსა და უკვე გადახდილი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხი.

დანართი 1 ფურცელი.

პატივისცემით,


 

ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
ნათია ნოღაიდელი