| ||||||||
საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზ.144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ცხელი ხაზი: (+995 32) 251 00 26; 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge | ||||||||
| ||||||||
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს | ||||||||
გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შემოსული იყო მდინარე არაგვის აუზის ზედაპირული წყალამღებებისა და საინფილტრაციო სისტემების (ბოდორნის, ბულაჩაურის, ჭოპორტის, მისაქციელის, ნატახტარის, საგურამოს უბნები) სანიტარიული დაცვის ზონის ანგარიში, რომლის მიხედვით:
არსებული მდგომარეობა ადგილზე შეისწავლა ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მდინარე არაგვის აუზში შექმნილია გარემოს დაბინძურების და ინფექციურ დაავადებების გავრცელების რეალური საფრთხე. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სადაც იტბორება ხევის წყალი, ღიად მიედინება როგორც მოსახლეობის ფეკალური ჩამდინარე წყლები, ასევე, აქ მდებარე ხორცის დამამზადებელი სასაკლაოს ფუნქციონირების შედეგად დაბინძურებული ჩამდინარე წყლები, დგას მძაფრი სუნი და არის ანტისანიტარიული მდგომარეობა, რაც ქმნის ეპიდაფეთქების საშიშროებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, მართებულია, მომზადდეს მდინარე არაგვის აუზის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დაბინძურებისაგან დაცვის გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი წყალმომარაგების წყაროების დამაბინძურებელი ობიექტებისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებული), განხორციელების ვადებისა და პასუხისმგებელი უწყებების/ორგანოების მითითებით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს მონაწილეობა ზემოაღნიშნული საკითხების გადაწყვეტისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილ სამუშაო შეხვედრებში. პატივისცემით,
მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა |