საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030133259159014
             № 01-256/ო 15 / ოქტომბერი / 2014 წ.             
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ხარჯთეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე-4 მუხლის, ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა  და მე-19 მუხლის შესაბამისად,

:

1.      ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ხარჯთეფექტურობის გაზრდის, განფასებისა და ანაზღაურების მეთოდოლოგიის დახვეწის, სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხვიანობისა და ფასწარმოქმნის ერთიანი სტანდარტების შემუშავების მიზნით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი  (შემდგომში - ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:

ა) ზაზა სოფრომაძე -  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე,  ჯგუფის ხელმძღვანელი;

ბ) მარინა დარახველიძე  - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;

გ)  ილია ტარასაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;

დ) მაია გოტიაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი, ჯგუფის წევრი;

ე) ირმა ქიტიაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი,  ჯგუფის წევრი;

ვ) მიხეილ ჯანიაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი,  ჯგუფის წევრი;

ზ) ლელა წოწორია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი;

თ) თეა თავიდაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი,  ჯგუფის წევრი;

ი) ქეთევან გოგინაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის შტატგარეშე მუშაკიჯგუფის წევრი;

კ)  მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი,  ჯგუფის წევრი;

ლ) ირაკლი ტაბატაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;

მ) სარგის ციხელაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის   სამინისტროს სახელწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო ბანკის მმართვისა და სტატისტიკური ანალიზის დეპარტამენტის, სტატისტიკური ანალიზისა და პროგნოზირების  სამმართველოს უფროსი,  ჯგუფის წევრი;

ნ) მაია კერესელიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;

ო) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა წარმომადგენელი, ჯგუფის წევრი.

2.    სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მოწვეული წევრის სტატუსით მონაწილეობა ეთხოვოს:

 

ა) ირმა მჟავანაძეს - საქართველოს მთავრობის კანცელარიის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ეკონომიკის დეპარტამენტის წარმომადგენელს;

ბ) ქეთევან თათოშვილს - ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროექტის წარმომადგენელს;

გ) გიორგი ხეჩინაშვილს - ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების ოფისის ჯანდაცვის პროგრამების მენეჯერი, ჯანდაცვის სისტემებისა და დაფინანსების უფროსს მრჩეველს.

 

3.       სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი:

 

ა)  იწვევს და წარმართავს სამუშაო ჯგუფის სხდომებს;

 

ბ) უძღვება სამუშაო ჯგუფის საქმიანობას;

 

გ) განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის სამუშაო განრიგს და ჯგუფის წევრების ამოცანებს;  

 

დ) საჭიროების შემთხვევაში იწვევს შესაბამისი დარგის სპეციალისტებსსამინისტროს ექსპერტებსა და სამედიცინო ასოციაციებს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად.


4. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს.

5.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  


 

მინისტრი
დავით სერგეენკო