საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლ. საყვარელიძის  სახელობის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

National center for Disease Control & Public Health
 
KA030684397557318
0177, თბილისი, მ. ასათიანის 9; 
9 M. Asatianis st., Tbilisi, 0177, Georgia; Phone: (995-32)  39-89-46; 43-54-38; Fax:(995-32) 43-30-59 E-mail:ncdc@access.sanet.ge;ncdc@ncdc.ge
 #06/181   09 / იანვარი / 2018 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს
ბატონ ზაზა სოფრომაძეს

       ბატონო ზაზა,

    სსიპ. ლ. საყვარელიძის  სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (შემდეგში-ეროვნული ცენტრი) 16.11.2017 წელს განსახილველად შემოვიდა წყალმომარაგების კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი-GWP"-ს  (შემდეგში-GWP) მდინარე არაგვის აუზის ზედაპირული წყალამღბებისა და საინფილტრაციო სისტემების (ბოდორნის, ბულაჩაურის, ჭოპორტის, მისაქციელის, ნატახტრის, საგურამოს უბნები) სანიტარიული  დაცვის ზონის (შემდგომში სდზ) ანგარიში, რაზედაც  მოგახსენებთ ჩვენს შენიშვნებს წარმოდგენილ პროექტთან.
 წარმოდგენილი პროექტის განხილვის შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს  ბრძანება N297/ნ “გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ” დანართის “წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალსადენების სანიტარიული დაცვის ზონები სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან  2.1.4. 000 – 00“ მოთხოვნების შესაბამისად  (შემდეგში  სანწდან ):
1.წარმოდგენილი დეტალური აღწერა  სდზ-ის სამივე სარტყლის ტერიტორიის დახასიათება, რომელიც  უშუალოდ ეკვრის წყალასაღებს და სხვა.
2.მდინარე არაგვის ჭალაში განთავსებული GWP“-ს წყალამღები ინფრასტრუქტურა იყოფა შემდეგ უბნებად:  ბოდორნის, ბულაჩაურის, ჭოპორტი ძველი მისაქციელის, ახალი მისაქციელის, ნატახტრის, საგურამოს და მუხრანის. წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით პირველი,(მკაცრი რეჟიმის ზონა),  მეორე  და მესამე სარტყელის ფართობები დატანილია ყველა ნახაზზე და მისაღებია.
3.საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, წარმოდგენილ პროექტში ნათლად ჩანს მდ.არაგვის ხეობაში შექმნილი  რთული ეკოლოგიური ვითარება, მდგომარეობა საყურადღებოა, იქმნება გარემოს დაბინძურების და ინფექციურ დაავადებების გავრცელების რეალური საფრთხე, რაც საჭიროებს სათანადო უფლებამოსილი ორგანიზაციების მიერ ღონისძიებების გატარებას. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით  ტომი I. პუნქტი 6.2 საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლები-მდინარე არაგვის წყლის დაბინძურების წყაროების შეფასებისას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დამაბინძურებლად ჩაითვალა მდინარის წყლების დაბინძურება სამეურნეო-ფეკალური ჩამდინარე წყლებით. მჭიდროდ დასახლებული პუნქტების უმრავლესობა განლაგებულია მდინარე არაგვის ნაპირზე, შესაბამისად წარმოქმნილი სამეურნეო-ფეკალური წყლების უმეტესობა მდინარეში ჩაედინება. მდ. არაგვის აუზში განლაგებული დასახლებული პუნქტებიდან პრაქტიკულად არცერთს არ აქვს საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობა. რეგიონში დაგეგმილია გუდაურის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ასევე სამუშაოები მიმდინარეობს დუშეთისა და ფასანაურის წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის კუთხით, თუმცა დეტალური ინფორმაცია ამ სამუშაოების შესახებ არ არის ხელმისაწვდომი.
4. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მნიშვნელოვანი დაბინძურების წყაროა, ასევე, ჟინვალის წყალსაცავიდან ქვემო დინების მიმართულებით არსებული საკანალიზაციო კოლექტორი, რომლის მიზანიც იყო დუშეთიდან და თბილისი-სტეფანწმინდის გზის გასწვრივ მდებარე დასახლებული პუნქტებიდან საკანალიზაციო წყლების ევაკუაცია და გადატანა ცენტრალიზებულ სისტემაში. პროექტით ირკვევა, რომ დღეისათვის სისტემა ნაწილობრივ ფუნქციონირებს და საჭიროებს რეაბილიტაციას.
5. ასევე, მდ. არაგვის დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროა  . დუშეთის საკანალიზაციო სისტემა. ჩამდინარე წყლები იკრიბება ქალაქის აღმოსავლეთით, მდინარე დუშეთის ხევის მარცხენა მხარეს მოწყობილ მთავარ 400 მმ-იან კოლექტორში, რომლის საშუალებითაც ფეკალური წყლები გაიყვანება ხევის მარცხენა მხარეს. დღეისათვის, საკანალიზაციო სისტემის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.
6.ასევე, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მდინარე არაგვის აუზში არის ადგილები, სადაც ხორციელდება მყარი სამშენებლო ნარჩენებისა და ზედმეტი გრუნტის განთავსება. ეს ადგილები არალეგალურია, და ნარჩენები სპონტანურად არის დაყრილი ბუნებრივ დეპრესიებში და მდინარე არაგვის შენაკადების კალაპოტებში.
   მიზანშეწონილად მიგვაჩნია, წარმოდგენილ ანგარიშს დაემატოს დზ-ის ტერიტორიების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებებისა და წყაროს დაბინძურებისაგან დაცვის გეგმა, სადაც გაწერილი იქნება წყალმომარაგების წყაროების გამოვლენილი დამაბინძურებელი ობიექტების მიმართ კონკრეტული წყალდამცავი ღონისძიებები, შემუშავდება და შეთანხმდება ადგილობრივ თვითმმართველობასთან. გაიწერება დაგეგმილ ღონისძიებაზე პასუხისმგებელი უწყება და შესრულების ვადები.
    ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნულ ცენტრს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილ პროექტში სდზ-ის ტერიტორიების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებებისა და წყაროს დაბინძურებისაგან დაცვის გეგმის დამატების შემთხვევაში, შეთანმხდეს მდინარე არაგვის აუზის ზედაპირული წყალამღბებისა და საინფილტრაციო სისტემების (ბოდორნის, ბულაჩაურის, ჭოპორტის, მისაქციელის, ნატახტრის, საგურამოს უბნები) სანიტარიული  დაცვის ზონის ანგარიში.
   ასევე, მოგახსენებთ, რომ მდინარე არაგვის წყლების დაბინძურებ და შექმნილი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია მიწოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადილეს ბატონ ირაკლი მატკავას და დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, აზბეგისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულსგუბერნატორს ბატონ   ლევან ზაუტაშვილს.


პატივისცემით,

 

გენერალური დირექტორი
ამირან გამყრელიძე