საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

საჯარო სამართლის იურიდიული პირი
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო

MINISTRY OF LABOUR, HEALTH AND SOCIAL

AFFAIRS OF GEORGIA
Legal Entity of Public Law
State Regulation Agency for Medical Activities
KA030204118840618

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 725 384

144 Ak.Tsereteli ave., 0119, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 725 384

№ 02/31744 30 / მაისი / 2018 წ.
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსს, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, ქალბატონ მარინა დარახველიძეს


ქალბატონო მარინა,

თქვენი .. 30 მაისის  № 01/31722 წერილის პასუხად, რომელსაც თან ახლავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს 2018 წლის 15 მაისის47016 წერილი, რომელიც ეხება გერმანიაში მყოფი გლუტარის აციდურია ტიპი 1 (Glutaric Aciduria Type 1) დიაგნოზის მქონე ქართველი პაციენტის მკურნალობასა და აღნიშნული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ საკითხებს, გაცნობებთ, რომ ფარმაცევტული პროდუქტი სავაჭრო დასახელებით “Biocam”, ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით გენერიული დასახელებით Piroxicam, დღეის მდგომარეობით, არ არის რეგისტრირებული საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, ხოლო ამ გენერიული დასახელების მქონე პრეპარატების ნუსხა გეგზავნებათ დანართი №1-ის სახით.

Levocarnitine-
გენერიული დასახელების მქონე ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალი გეგზავნებათ დანართი №2-ის სახით

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე Riboflavin
-ის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტები რეგისტრირებულია კომბინირებული შემადგენლობის მქონე პრეპარატების სახით, რომელთა ნუსხა გეგზავნებათ დანართი №3-ის სახით.

ფარმაცევტული პროდუქტი სავაჭრო დასახელებით “Baclofen” (გენერიული დასახელება: Baclofen), დღეის მდგომარეობით, არ არის რეგისტრირებული საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, ხოლო მისი გენერიული დასახელების მქონე პრეპარატების ნუსხა გეგზავნებათ დანართი 4-ის სახით.  

Maltodextrin და GA1 და არ არის რეგისტრირებული.

რაც შეეხება ჩამოთვლილი ფარმაცევტული პროდუქტებისა და კვებითი დანამატების ღირებულებისა და მათი სახელმწიფოს მიერ დაფინანსების საკითხებს, წამლის სააგენტო მათ შესახებ არ ფლობს ინფორმაციას.
 
პატივისცემით,

 

ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
თეა ჯიქია