საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030193142566417
             № 01-176/ო 07 / აგვისტო / 2017 წ.             
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელთა და სამინისტროს სისტემის ზოგიერთი თანამდებობის პირთა მივლინების წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელთა და სამინისტროს სისტემის ზოგიერთი თანამდებობის პირთა მივლინების ორგანიზების მიზნით, ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

            1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) შემოსული ნებისმიერი დოკუმენტი/წერილი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას უცხოეთში დაგეგმილ  ღონისძიებაზე  ან უკავშირდება ოფიციალურ მწვევას (სასწავლო ან სამეცნიერო სემინარები, ტრენინგები, კონფერენციები, ფორუმები და ა.შ) შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.

2.  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) მოადგილეების უცხოეთში ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია წინასწარ ეცნობოს მინისტრს ზეპირსიტყვიერად. მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა მოამზადოს შესაბამისი მოხსენებითი ბარათი მინისტრის სახელზე, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ღონისძიების ფინანსური და ორგანიზაციული საკითხები. მინისტრის დადებითი რეზოლუციის შემთხვევაში სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი უზრუნველყოფს შემდგომი პროცედურების შესრულებას.

3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის (დეპარტამენტის) უფროსების მივლინება ქვეყნის ფარგლებს გარეთ კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობის შემთხვევაში შეთანხმდეს მინისტრთან, მინისტრის თანხმობის შემთხვევაში მივლინების პროცედურა განხორციელდეს ამ ბრძანების მე–2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

4.  სამინისტროს ცენტრალური აპარატის სხვა თანამშრომრომელთა  ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინება, დეპარტამენტის უფროსის თანხმობის შემთხვევაში, შეთანხმებულ იქნეს კურატორ მინისტრის მოადგილესთან. კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობის შემთხვევაში სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა მოამზადოს შესაბამისი მოხსენებითი ბარათი თანამშრომელთა მივლინების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირის სახელზე, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ღონისძიების ფინანსური და ორგანიზაციული საკითხები. უფლებამოსილი პირის დადებითი რეზოლუციის  შემთხვევაში სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი უზრუნველყოფს შემდგომი პროცედურების შესრულებას.

5. ქვეყნის შიგნით მივლინების თაობაზე მოხსენებით ბარათში მითითებულ უნდა იქნეს: ინფორმაცია მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების), მივლინების მიზნის, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღის, მივლინების ადგილის (ადგილების), მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებების და მათი ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ.

6. სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლები (გარდა მინისტრის მოადგილეებისა)   ვალდებულნი არიან საზღვარგარეთ მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, 5 დღის ვადაში სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს წარუდგინონ ანგარიში, თანდართული დანართის შესაბამისად.

7. საზღვარგარეთ მივლინების ერთიან ფორმატში აღრიცხვის მიზნით, დაევალოთ სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს (გარდა მინისტრის მოადგილეებისა) 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 7 აგვისტომდე პერიოდზე საზღვარგარეთ მივლინების თაობაზე ანგარიში (დანართის შესაბამისად), წარუდგინონ სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, არაუგვიანეს 2017 წლის 10 სექტემბრისა.

8. მივლინებიდან დაბრუნებული სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელ სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტ წარუდგენს მოხსენებით ბარათს მივლინებაში ყოფნის დადასტურების შესახებ ფინანსურ დოკუმენტაციასთან ერთად.

9.  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინება წერილობით შეთანხმებულ იქნეს მინისტრთან.

10. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელთა და სამინისტროს სისტემის ზოგიერთი თანამდებობის პირთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 2 მაისის N01-59/ო ბრძანება;

ბ) „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელთა და სამინისტროს სისტემის ზოგიერთი თანამდებობის პირთა  მივლინების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 14 აგვისტოს N01-238/ო ბრძანება. 

11.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


 

მინისტრი
დავით სერგეენკო