|
||||
|
||||
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მარიანა მკურნალის |
||||
|
მოხსენებითი ბარათი
|
||||
|
ბატონო დავით, მოგახსნებთ, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ვაშინგტონში ტარდება საქართველო-აშშ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის (P2P) მორიგი შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით მიწვეულები არიან საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით წარდგენილნი არიან ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მარინა დარახველიძე და ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სოფიკო ბელქანია. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველვყოფთ შესაბამისი მივლინების ბრძანების გაფორმებას ქალბატონი მარინა დარახველიძისა და ქალბატონი სოფიკო ბელქანიასთვის მიმდინარე წლის 13 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით და მგზავრობის, სასტუმროსა და დღიური ნორმის ანაზღაურებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. პატივისცემით,
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მკურნალი |