| From : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| To : | Mariana Mkurnali |
| Subject : | FW: გილიადის თემა |
| Received On : | 17.07.2017 13:13 |
| Attachments : |
From: Ekaterine Adamia
Sent: 2017 წლის 17 07, ორშაბათი 15:50
To: Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; Amiran Gamkrelidze
Cc: Sopo Belkania
Subject: RE: გილიადის თემა
ბატონი ამირანის შენიშვნების გათვალისწინებით გიგზავნით კორექტირებულ ვერსიას.
პატივისცემით,
ეკა
From: David Sergeenko
Sent: 2017 წლის 17 07, ორშაბათი 12:05
To: Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; Amiran Gamkrelidze; Ekaterine Adamia
Cc: Sopo Belkania
Subject: FW: გილიადის თემა
სალამი კოლეგებო
დღევანდელ შეხვედრამდე (ამ საკითხზე) წინასწარ მინდოდა გამეზიარებინა მოსაზრება და დრაფტი.
მე ვფიქრობ, უფრო კომპაქტური (რადგან 1-2 გვერდი გვთხოვეს) და ამ კონკრეტულ საკითხზე ფოკუსირებული წერილი შევთავაზოთ_
საქართველოში “ჰეპატიტი C ს ელიმინაციის პროექტი” დაიწყო 2015 წლის აპრილში და ის რამდენიმე ეტაპისგან შედგება-
I ეტაპზე პროგრამაში ჩაერთო 5 000 პაციენტი, რომლებსაც ყველაზე მძიმე/შორსწასული კლინიკური მდგომარეობა ქონდათ. (რამდენ ხანში იქნა “მოცული” ეს ჯგუფი ?)’
II ეტაპზე (2015 შემოდგომაზე ?) მოქმედებდა ასევე “ჩართვის კრიტერიუმები” როდესაც უპირატესობა კვლავ კლინიკურ მდგომარეობას ენიჭებოდა. (თვეში საშუალოდ რამდენი პაციენტი ერთვებოდა?);
III ეტაპზე (2016 წლის ივნისიდან) “ჩართვის კრიტერიუმები” მოიხსნა და ამან პროექტში ჩართული პაციენტების რაოდენობა (... დან) თვეში 4 000-5 00 მდე გაზარდა.
IV ეტაპზე (2016 წლის ნოემბერ-დეკემბრიდან ?) პაციენტების რაოდენობამ იკლო (თვეში 1000-1500).
ჩვენი წინასწარი ანალიზით ამ კლების მიზეზები შემდეგია-
“არა- ინფორმირებულობა საკუთარი დაავადების შესახებ”
პირველ ორ ეტაპზე პროგრამაში ერთვებოდნენ ის პაციენტები, რომლებმაც იცოდნენ მათი დაავადების შესახებ და სტადიაც მნიშვნელოვნად გამოხატული სიმპტომატიკით მიმდინარეობდა.
ამიტომ პირველ ეტაპებზე პროგრამაში ჩართვის მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატებოდა პროგრამის “გამტარუნარიანობას”.
ამ ეტაპზე ჩვენ საქმე გვაქვს > 100 000 ინფექციის მქონე პაციენტთან, რომელთა > 90% არ იცის, რომ მას ეს დაავადება აქვს.
ამავე დროს პროექტის “გამტარუნარიანობა ჯერადობითაა გაზრდილი და შეუძლია თვეში 5000 პაციენტის მომსახურება.
“არა- ინფორმირებულობა პროექტის შესახებ”
პირველ ეტაპებზე (მიუხედავად აქტიური საინფორმაციო კამპანიისა), პაციენტების ის ნაწილი, რომლებმაც არ იცოდნენ თავიანთი დაავადების თაობაზე, არ იყვნენ დაინტერესებული გაეგოთ ინფორმაცია პროექტის შესახებ.
“ფინანსური ბარიერი”
მიუხედავად იმისა, რომ საკუთრივ მედიკამენტი პაციენტებს უფასოდ ეწოდებათ, პროექტში ჩართვა მოითხოვს (პროტოკოლის შესაბამის) დიაგნოსტიკურ და კონფირმაციულ კვლევებს, რაც გარკვეულ ფინანსურ რესურსებთანაა დაკავშირებული-
სკრინინგის შემდგომი პირველი “კონფირმაციული” ტესტი (PCR)- საშუალო ღირებულება 110 GEL (45 USD).
სრული დიაგნოსტიკურ/კონფირმაციული პაკეტი - 400 GEL (170 USD).
პროექტის დიზაინის მიხედვით ფინანსდება ამ კვლევების 70 % (სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფთათვის) და 30% ყველა დანარჩენისათვის.
პირველ კატეგორიას დარჩენილ 30% ს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უფინანსებს, ხოლო მეორე კატეგორიისათვის რჩება გადასახადი 75 GEL (30 USD) რაოდენობით.
ჩვენი არსებული გეგმის მიხედვით პროექტის მიმდინარე (IV) ეტაპზე ზემოქმედება უნდა მოხდეს ყველა ამ მიმართულებით-
“არა- ინფორმირებულობა საკუთარი დაავადების შესახებ” - მასიური სკრინინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით;
“არა- ინფორმირებულობა პროექტის შესახებ”- ინტენსიური საინფორმაციო კამპანია;
“ფინანსური ბარიერი” - ა. PCR ტესტის ჩანაცვლება სხვა, უფრო ხარჯ-ეფექტური ტექნოლოგიით (ამას დრო დაჭირდება);
ბ. ფინანსური “ინტერვენცია” პირველ (სკრინინგის შემდგომ კონფირმაციულ) კვლევაზე დამატებითი ბიუჯეტის საშუალებით, რომელიც შეამცირებს, ან საერთოდ გაანულებს ფინანსურ ბარიერს.
“დარჩენილი” 99 000 USD ს (მხოლოდ პირველ, კონფირმაციულ ტესტზე) გადმომისამართებით შეგვეძლება 2 200 (99 000 / 45 ) პაციენტს მოვუხსნათ ფინანსური ბარიერი (და რა გავლენა ექნება ამას პროექტზე?- ჩვენ გვინდა წლის ბოლომდე 12-13 000 პაციენტის დამატებით ჩართვა და 2 200 პაციენტი რამდენად გავლენის მომხდენი ფაქტორი იქნება?
ან B ვარიანტად თანაგადახდის ნახევარი დავუფაროთ, მაშინ 5 000 მდე ავალთ.
From: Zaza Sopromadze <zsopromadze@moh.gov.ge>
Date: Fri, 14 Jul 2017 17:57:07 +0400
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: FW: გილიადის თემა
ბატონო დავით,
გიგზავნით ჩვენი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის დეპარტამენტის მომზადებულ პროექტს,სადაც ზოგადი ინფორმაციის გარდა,კვლევებისთვის საჭირო წლიური ბიუჯეტის რამდენიმე ვარიანტია განხილული (ბოლო ცხრილი 4 თვეზეა გათვლილი).
პატივისცემით,ზაზა
From: Ekaterine Adamia
Sent: Friday, July 14, 2017 2:56 PM
To: Zaza Sopromadze; Amiran Gamkrelidze
Subject: გილიადის თემა
ბატონო ზაზა, ბატონო ამირან,
გიგზავნით პროექტს.
პატივისცემით,
ეკა
ეკატერინეადამია
საზოგადოებრივიჯანმრთელობისდაცვისადა
პროგრამებისსამმართველოსუფროსი
ჯანმრთელობისდაცვისდეპარტამენტი
საქართველოსშრომის, ჯანმრთელობისა
დასოციალურიდაცვისსამინისტრო
ტელ: (+995 322)5100381110
მობ: (+995)577 28 28 25
საქართველო, 0119, თბილისი
წერეთლისგამზ. 144