| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Nana Shavidze <nshavidze@moesd.gov.ge> |
| Subject : | FW: ინფორმაცია საგზაო რუკის თაობაზე |
| Cc : | Mariana Mkurnali |
| Received On : | 20.03.2018 11:48 |
ნანა,
დამატებით გაცნობებთ, რომ ბიზნეს ფორუმის ფარგლებში ხელი ეწერება ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსა და ბელარუსის რესპუბლიკის უნიტარული საწარმოს "ექსპერტიზისა და კვლევების ცენტრი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“ შორის. (МЕМОРАНДУМ о взаимопонимании и сотрудничестве между Агентством государственного регулирования медицинской деятельности, Грузия и Республиканским унитарным предприятием
«Центр экспертиз и испытаний в здравоохранении», Республика Беларус).
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო ნაწარმის და მათი ხარისხის კონტროლის, ფარმზედამხედველობის, სამეცნიერო კვლევების, სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაკეთობის ბრუნვის სფეროში. (Основным предметом настоящего Меморандума является развитие сотрудничества в области экспертизы лекарственных средств, медицинских изделий и контроля их качества, фармаконадзора, научных исследований, обучающих мероприятий и обмена информацией в области обращения лекарственных средств и медицинских изделий).
აღნიშნულ მემორანდუმ ხელს აწერენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე პაატა ბუკია და ბელარუსის რესპუბლიკის უნიტარული საწარმოს "ექსპერტიზისა და კვლევების ცენტრი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში" დირექტორის მოადგილე სერგეი მარჩენკო.
პატივისცემით,
მაია
From: Maia Nikoleishvili
Sent: Tuesday, March 20, 2018 3:09 PM
To: 'Nana Shavidze'
Cc: Mariana Mkurnali
Subject: ინფორმაცია საგზაო რუკის თაობაზე
ნანა მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ ბელარუსის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ხელი ეწერება საგზაო რუკას „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 23 აპრილს ხელმოწერილი ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“. (ДОРОЖНАЯ КАРТА по реализации Соглашения о сотрудничестве в области здравоохранения и медицинской науки между Министерством труда, здравоохранения и социальной защиты Грузии и Министерством здравоохранения Республики Беларусь от 23 апреля 2015 г. )
აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეთა შორის თანამშრომლობას სამედიცინო განათლების, ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურების ექსპორტის განვითარების, ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის სფეროებში. (Мероприятия по сотрудничеству в области медицинского образования, здравоохранения и развития экспорта медицинских услуг, трансплантации органов и тканей).
საგზაო რუკას ხელს აწერენ ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ბატონი ვალერი მალაშკო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო.
პატივისცემით,
მაია
Maia Nikoleishvili MPA
Chief Specialist of International Relations Division
HR Management and International Relations Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail: mnikoleishvili@moh.gov.ge