From : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
To : Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
Subject : FW: სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო
Cc : Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>
Received On : 26.07.2017 12:33

თამუნა,

 

 

დაუკავშირდი ბატონ კობას და შეხვედრა ჩაუნიშნე სამინისტროში 28 ივლისს 2 საათის შემდეგ, მანამდე დრო შეათანხმე სამინისტროს თანამშრომლებთან.

 

სამინისტროს მხრიდან დაესწრება:

 

ლიკა კლიმიაშვილი, თათია გვარამაძე, ნინო ჯინჯოლავა და ქეთევან გოგინაშვილი. ჩვენი დეპარტამენტიდან დაესწრები შენ.

 

 

დიდი მადლობა,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

From: koba chopliani [mailto:kchopliani@gmail.com]
Sent: Sunday, July 16, 2017 2:45 AM
To: sbelkania@moh.gov.ge
Cc: Bella Osipova
Subject:
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო

 

გამარჯობათ ქალბატონო სოფიკო,

ჩვენი სატელეფონო საუბრის შესაბამისად გიგზავნით წერილს

 

ქალბატონო სოფიკო,

სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოში საქართველოს ეროვნული უმცირესობების პრაქტიკულად ყველა თემის120–ზე მეტი ორგანიზაცია არის გაერთიანებული

 

სახელმწიფო უწყებებსა და ეროვნულ უმცირესობებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის,  ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო პერიოდულად აწყობს შეხვედრებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთანსამინისტროებთან, პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი თვითმართველობისა და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან

 

შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და ეროვნული უმცირესობების მიმართ ახორციელებს მრავალ პროგრამას, რომლის შესახებაც მაღალი ინტერესი არსებობს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებში და ზოგადად ეროვნულ უმცირესობებში.

სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ჯერჯერობით არ ჰქონია  შეხვედრა თქვენ სამინისტროსთან

 

ქალბატონო სოფიკო, გთხოვთ, გაგვიწიოთ დახმარება, რათა ჯანდაცვის სამინისტროს წარმოამდგენლები შეხვდნენ სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს და მიაწოდონ ინფორმაცია სამინისტროს მიერ ეროვნულ უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში და ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

 

პატივისცემით,

კობა ჩოფლიანი

სახალხო დამცველტან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი

ტელეფონი: 591 01 05 08