| From : | Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: სახელმწიფო ანგარიში (FCNM) |
| Cc : | Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge> |
| Received On : | 24.05.2017 14:54 |
| Attachments : |
თამუნა,
მეილითაც გამოაგზავნეს ეს წერილი
სოფო ბელქანია
სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232
From: Elvira Eibovi [mailto:e.eibovi@smr.gov.ge]
Sent: Wednesday, May 24, 2017 5:07 PM
To: irine irine; sbelkania@moh.gov.ge; თამარ ჯაყელი; ნუგზარ ჩიტაია; მარიამ შოთაძე; Giorgi Amariani; Giorgi Amariani; Maia; ქეთევან მახარაშვილი; Aleksandre Movsesiani; Ketevan Sarajishvili; Teona Tsintsalashvili; Salome Beshkenadze; Mamuka Koiava; Nino Gakharia; dinanashvili; shalva.shengelia@moa.gov.ge; salome.oboladze@moa.gov.ge; Salome Shakarishvili; lamzira bolqvadze; Sophio Sichinava; Nino Khidasheli; ejgerenaia@nplg.gov.ge; emzar_jgerenaia@iliauni.edu.ge; Guliko Zumbadze; salia nugzar; Marina Gachechiladze; marina.g@s-j.gov.ge; valeri.dzamsashvili@gmail.com; Tinatin Kiguradze
Cc: Tina; zviadzviadadze@yahoo.co.uk; Medea Elibegovi; Meka Khangoshvili
Subject: სახელმწიფო ანგარიში (FCNM)
პატივცემულო კოლეგებო მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, 2005 წელს საქართველოს პარლამენტმა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის რატიფიცირება მოახდინა და შესაბამისად, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო ვალდებულება, რაც გულისხმობს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვასა და მათი სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფას ქვეყნის განვითარების პროცესში.
ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე და კონვენციის 25 მუხლის თანახმად, მონიტორინგის ციკლის ფარგლებში სახელმწიფო ამზადებს და წარადგენს სახელმწიფო ანგარიშს კონვენციის განხორციელების შესახებ. საქართველომ გასულ პერიოდში მოამზადა სახელმწიფო ანგარიშები პირველი და მეორე მონიტორინგის ციკლის ფარგლებში, ამჟამად სრულდება მესამე ციკლის მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო ანგარიშის მომზადების პროცესი.
გიგზავნით ჩვენი აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშის სამუშაო ვერსიას, რომელიც დაეფუძნა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში უწყებების მიერ მოწოდებულ ყოველწლიურ ანგარიშებს.
აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული ანგარიში ოფიციალურად გამოიგზავნა თქვენს უწყებებში.
გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოთ და მიმდინარე წლის 1 ივნისამდე მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები/მოსაზრებები და დამატებითი ინფორმაცია.
პატივისცემით,
ელვირა ეიბოვი
სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი