| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Mariana Mkurnali |
| Subject : | FW: AA Committee preparatory |
| Received On : | 11.06.2018 08:32 |
| Attachments : |
From: Lela Garsevanishvili [mailto:lgarsevanishvili@mfa.gov.ge]
Sent: Thursday, June 7, 2018 10:35 AM
To: Tamuna Kochoradze
Cc: Salome Shapakidze
Subject: AA Committee preparatory
Importance: High
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მ.წ. 26 ივნისს ქ. ბრიუსელში დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა, რომელიც, როგორც წესი, იმართება მინისტრის მოადგილეების დონეზე. როტაციის პრინციპის თანახმად, წელს, ევროკავშირის მხრიდან, სხდომას გაუძღვება საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი, ხოლო ქართულ დელეგაციას სხდომაზე უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. სხდომის სამუშაო ენა - ინგლისური.
აქვე გაცნობებთ, რომ კომიტეტის სხდომის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართება მ.წ. 12 ივნისს 17:00 სთ-ზე, რომელსაც გაუძღვება ბ-ნი ვახტანგ მახარობლიშვილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გიგზავნით ევროკავშირის მიერ მოწოდებულ სხდომის დღის წესრიგის მოკლე ვერსიას (დეტალურ დღის წესრიგს მიღებისთანავე მოგაწვდით). ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარი ინფორმაციით, ახალი დღის წესრიგი არ იქნება რადიკალურად განსხვავებული წინა წლის ვერსიისგან, მეტი კონკრეტიკისთვის, თან ვურთავთ გასული წლის ასოცირების კომიტეტის სხდომის დეტალურ დღის წესრიგს. ასევე, გიგზავნით გასული წლის სხდომის სამოქმედო დასკვნებს, რომლითაც შეგიძლიათ, კომპეტენციის მიხედვით, იხელმძღვანელოთ მოხსენებების მომზადებისას.
გთხოვთ, 11 ივნისს, სამუშაო დღის ბოლომდე, მომწეროთ თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას თქვენი მხრიდან ასოცირების კომიტეტის სხდომის მოსამზადებელ შეხვედრაში.
აქვე, გაცნობებთ, რომ ზემოთ მოცემული ინფორმაცია და შესაბამისი მასალა გამოიგზავნა თქვენს უწყებებში ოფიციალურადაც.
პატივისცემით,
Lela Garsevanishvili
Deputy Director for European Integration
Directorate General for European Integration
Ministry of Foreign Affairs
Tel: (+995) 32 2 94 50 00- ext. 13-02